ჩვენ შესახებ
= ლაივპრესის მისია =

სამენოვანი ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" არის კერძო მედიასაშუალება, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის და აფხაზეთის რეგიონებისთვის მუშაობს. გამოცემა საერთაშორისო დონორებისა და სარეკლამო შემოსავლებით ფინანსდება.

ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის" მისიაა, საქართველოს ორივე რეგიონიდან ფაქტობრივი და კეთილსინდისიერი ინფორმაციის გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებას:

"ლაივპრესი" ქართულად, აფხაზურად და რუსულად გთავაზობთ ახალ ამბებს, ანალიტიკურ სტატიებსა და გადაცემებს ადგილობრივ მოვლენებზე;

"ლაივპრესი" დემოკრატიული ფასეულობების წარმოჩენით ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას;


ლაივპრესის ჟურნალისტების ეთიკის პროტოკოლი

სიზუსტე

ლაივპრესის ჟურნალისტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ყველა პუბლიკაცია ემყარებოდეს დაზუსტებულ ფაქტებს. თუ რომელიმე ფაქტის მნიშვნელოვანი დეტალები ეჭვს ან უთანხმოებას იწვევს, ინფორმაცია უნდა ემყარებოდეს, სულ ცოტა, ორ დამოუკიდებელ წყაროს.

ლაივპრესის ჟურნალისტები გამოსაქვეყნებლად არ იყენებენ მასალას, რომელიც ეფუძნება მითქმა-მოთქმას ან დაუსაბუთებელ ინფორმაციას.

ფაქტობრივი შეცდომები [თუ მაინც დაშვებულ იქნა] უმოკლეს ხანში უნდა გამოსწორდეს.

მიუკერძოებლობა

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ფაქტების კონტექსტში, რომელიც ხელს შეუწყობს მოვლენებსა თუ საკითხებში მკითხველის გარკვევას და ვითარებაში სიცხადის შეტანას ფაქტების დაუმახინჯებლად ან მიუკერძოებლად ასახვით.

ლაივპრესი დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, მმართველი თუ ოპოზიციური ჯგუფისგან, კომერციული ან სხვა, კერძო ინტერესის მქონე ორგანიზაციისგან თუ რელიგიური უწყებისგან. არ უნდა ეწეოდეს კონკრეტული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ რელიგიური შეხედულებების მხარდაჭერასა და პროპაგანდას.

ანალიზი, კომენტარი და სარედაქციო წერილი

პუბლიკაციების ნებისმიერი ნიმუში უნდა შეიცავდეს ზოგადი ინფორმაციისა და განმარტების ელემენტებს, რომლებიც მკითხველს დაეხმარება, გაერკვეს მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობასა და შესაძლო შედეგებში. ფაქტების ამსახველ რეპორტაჟებს ჟურნალისტებმა არ უნდა დაურთონ პირადი მოსაზრებები თუ შეფასებები. კომენტარების გამოქვეყნება, როგორც წესი, არასასურველია. ლაივპრესი ამჯობინებს შეფასებების, და არა პირადი მოსაზრებების გამოთქმას.

მოდერაცია

პუბლიკაციებში მუდამ დაცული უნდა იყოს მშვიდი და ზომიერი კილო, ადგილი უნდა ეთმობოდეს ცივილიზებულ, გონივრულ მსჯელობას, რომელიც ასახავს ყველა ადამიანის უფლებათა პატივისცემას. პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების მიმართ რელიგიური, ეთნიკური, სოციალ-ეკონომიკური ან კულტურული ნიშნით შეურაცმხყოფელ განცხადებებს და უნდა შეესაბამებოდეს კორექტულობისა და გემოვნების აღიარებულ სტანდარტებს.

პუბლიკაციები არ უნდა შეიცავდეს მასალას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს ძალადობის გამჩაღებლად ან წამქეზებლად. სახალხო მღელვარებისა თუ სხვა სახის დაძაბული ვითარების ამსახველი პუბლიკაციები უნდა იყოს გაწონასწორებული და ფაქტებზე დამყარებული.

პროპაგანდის დაუშვებლობა

ლაივპრესი მხარს უჭერს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მიღებულსა და აღიარებულს დემოკრატიულ სახელმწიფოებში. მაგრამ ლაივპრესი არ უნდა უჭერდეს მხარს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური კურსის გატარებას თუ კანონის მიღებას, მისი პუბლიკაციები არ უნდა გამოხატავდეს არჩევით ან დანიშვნით თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატთა მხარდაჭერას ან მათ მიმართ წინააღმდეგობას.

ეთიკური ქცევა

ლაივპრესის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში უმაღლეს ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდნენ. დაუშვებელია, ლაივპრესის თანამშრომლებმა ბოროტად ისარგებლონ საჯარო პირის სტატუსით ან ლაივპრესის კარგი რეპუტაციით პირადი ინტერესების სასარგებლოდ.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლაივპრესის დამფუძნებელი და დირექტორი


გერონტი ყალიჩავა

თანამშრომლები

ჟურნალისტები

ნანა ხუბუტია
თამარ ზანთარაია
ნინო თოლორაია

თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ჩვენთან:

დიანა ფიფია - ვიდეო-ოპერატორი/გადაცემების რეჟისორი
გვანცა ციმინტია - ჟურნალისტი
იზა სალაყაია - ჟურნალისტი
პაატა ლაგვილავა - ჟურნალისტი
ქეთევან გიგოლაშვილი - ჟურნალისტი
ამრა ადლეიბა - ჟურნალისტი
მაია ძაგანია - ჟურნალისტი
ლაშა ზარგინავა - ჟურნალისტი
ქეთი სიჭინავა - ჟურნალისტი
მანანა (სოფო) ხუბულავა - ჟურნალისტი
ირაკლი აბსანძე - ბლოგერი
თამარ ქობალია - ბლოგერი