ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა მიქაიას ბრალდებებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა ეხმაურება და აცხადებს, რომ მიქია „თეატრალიზებული პროვოკაციების დიდოსტატია და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე წამოაგო.“
„კახა მიქიასთან მე მქონდა პიროვნული, ადამიანური საუბარი და არანაირი პოლიტიკა, რა დროსაც როგორც ყოველთვის, როგორც ჩვევია ყურადღების მიქცევა და ხმაურის გამოწვევა მოინდომა, რასაც პრინციპში მიაღწია და მორიგი თეატრალიზებულია აქცია მომიწყო, ტიპიური პროვოკატორია“, - აცახდებს მიქავა და დასძენს, რომ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ყავდა და ასევე არსებობს კახა მიქაიას მოკლეტექტსური შეტყობინენბები, სადაც მიქაია ინცინდენტის შემდეგ აპარატის უფროსს წერს რომ ის პროვოკაციაზე წამოაგო.
გრიგოლ მიქავას განმარტებით, მიქაიას ავტომანქანისთვის საქარე მინა მას არ ჩაუმტვრევია და მსგავსი ბრალდებები მიქაიასგან არ უკვირს.
კახა მიქიას განცახდებით, მას წუხელ 24 ოქტომბერს გრიგოლ მიქავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ავტომანქანის საქარე მინა ჩაუმტვრია. საკრებულოს აპარატის უფროსის აგრესიას კი დეპუტატი მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს სადაც ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს.
ამავე თემაზე
კახა მიქაიას განცხადებით, მას ავტომანქანა დაუმტვრიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს [Video]