ზუგდიდის გამგეობაში ახალი არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი (ააიპ) დაფუძნდება. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი ახალი ააიპ-ი „სპორტიის განვითარების ცენტრი“ მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების მიზნით, შეიქმნება, რომელმაც სრულად უნდა მოიცვას სპორტის ყველა ოლიმპიური სახეობა. „ფაქტიურად ასე გამოდის, რომ ფეხბურთის და სპორტის განვითარების ცენტრი ერთმანეთს გამოეყოფა“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ. ამასთან დღესვე საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომ ააიპ „ფეხბურთისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს“ შეეცვალოს სახელი და დღეიდან იფუნქციონიროს, როგორც ააიპ ზუგდიდის მუნიციპლაიტეტის საფეხბურთო კლუბი „ოდიში 1919“. ლაშა გოგიას თქმით, სწორედ ამ სახელწოდებით იქნება პირველ ლიგაში მუნიციპალიტეტის საფეხბურთო გუნდი წარმოდგენილი.