ახალი ამბები
გაფიცულმა მძღოლებმა კვერცხები დაუშინეს „მეტრო +“-ის ავტობუსებს [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღლოები მართავენ, შვიდი პირი დააკევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მძღოლების დაკავებას წინ უძღოდა მათი მხრიდან კომპანია „მეტრო +“ -ის ავტობუსებისთვის კვერცხების და საღებავების სროლა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ კონკურენტი კომპანიის ტრანსპორტთან მიახლოებას, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მათ მძღოლებს არც გზის გადაკეტვის უფლება მისცეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი აპროტესტებენ კონკურენტი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას, რომელმაც მძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად შაბათს შეასრულა პირველი რეისი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ კომპანია „მეტრო+“-სთან დათმობაზე წასვლას. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ იმ ავტოსადგურზე, რომელთანაც საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა „მეტრო +“ -ის წარმომადგენლობამ. ამბობენ, რომ კონკურენტს არ მისცემენ მუშაობის საშუალებას, რადგან თავად უმუშევრები რჩებიან. მძღოლების განმარტებითვე, ხელისუფლებამ უპირატესობა დასაქმებისასა უნდა მიანიჭოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და უცხოურ კომპანიას არ უნდა მისცეს შემოსვლის უფლება.

„მეტრო+“-სთან პრეტენზიები აქვთ ავტოსადგურის მეწილეების ნაწილსაც, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მზექალა წიფურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თურქულ კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ 21 მეწილედან ინფორმირებული მხოლოდ სამი იყო. რესპონდენტის თქმით, ისინიც თავის მხრივ მოტყუებული არიან და საქმის გარკვევას შეეცდებიან. არც მძღოლებისა და არც ავტოსადგურის მეწილეების პრეტენზიებს „მეტროში+“ არ იზიარებენ. როგორც კომპანიის ზუგდიდის წარმომადგენელმა დავით დიდიშვილმა განაცხადა, ისინი მოქმედებენ კანონის ფარგლებში და ვერავინ ვერ მოედავება. მისი მტკიცებით, საიჯარო ხელშეკრულება საჭირო პროცედურების დაცვით გაფორმებულია ავტოსადგურის ხელმძღვანელთან და არავის აქვს უფლება მათ მუშაობა აუკრძალოს. დავით დიდიშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ოთხი ავტობუსი მოძრაობს და იგეგმება კიდევ სხვა მარშრუტების ამოქმედებაც.

თავის მხრივ აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ და ამბობენ, რომ “მეტრო +“-ის ტრანსპორტს მუშაობის უფლებას არ მისცემენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.