ომბუდსმენი: აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო. ამის შესახებ მან სასტუმრო
„ჰოლიდეი ინნ-ში“, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ორგანიზებით
მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. კონფერენციაზე წარდგენილია ოცამდე
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი.
ომბუდსმენის თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე ეს რეკომენდაცია ერთ-ერთი მთავარაი იყო მის საპარლამენტო ანგარიშებში.
„ვხედავთ, რომ პრობლემა ამ სფეროში კვლავ არსებობს, ამიტომ აუცილებელია სისტემურ პრობლემებზე სისტემური პასუხების გაცემა. სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნა უნდა იყოს პასუხი არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რათა სამომავლოდ აღმოიფხვრას სისტემური წამების შესაძლებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტა, რომ ქვეყანა ყოველთვის შეიძლება ვითარებაში, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებები წამების სისტემაზე დგას".