ახალი ამბები
გალის რაიონში გაცემული ე.წ. უკანონო პასპორტების საქმეზე პროკურორმა განმარტებები გააკეთა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის, ალექსეი ლომიას განცხადებით, გალის და ტყვარჩელის რაიონში უკანონოდ გაცემული პასპორტების საქმეში იმდროინდელი საპასპორტო კომისია ფიგურირებს. სააგენტო "აფსნიპრესი" ლომიას განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კომისიის შექმნით რაიონულმა ადმინისტრაციებმა საკუთარ უფლება-მოსილებას გადაჭარბეს, რადგან მსგავსი ჯგუფის შექმნა არ იყო გათვალისწინებული „კანონით“. მისი ინფორმაციით, კომისია ადმინისტრაციის ინიციატივით იყო შექმნილი, როგორც გალის, ისე ტყვარჩელის რაიონებში.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი პროკურორის განმარტებითვე, ეს არის მასშტაბური სისიხლის სამართლის საქმე. გალის რაიონის შემთხვევაში სამე 500, ტყვარჩელში კი 200 ტომისგან შედგება.

ჟურნალისტების კითხვაზე, ამ ხნის განმავლობაში რატომ არ დასახელდა ერთი ბრალდებული მაინც, ალექსეი ლომიამ უპასუხა, რომ ის არის იურისტი და ყველა მის სიტყვაზე პასუხს აგებს. „ერთია, როცა ვხვდებით ვინ არის დამნაშავე და მეორეა ამის დამტკიცება“, - განმარტა მან.

აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გალის რაიონის საპასპორტო სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2015 წელს აღძრა. დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ინფორმაციით, გალის საპასპორტო განყოფილების თანამშრომლებმა „აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი“ დაარღვიეს და გალის მცხოვრებლებზე უკანონოდ გაიცა აფხაზური პასპორტები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის
უფროსის
15:59 / 25.04.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ ზუგდიდში
გარევაჭრობის
14:47 / 25.04.2017
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ ზუგდიდში გარევაჭრობის
ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრის თენგიზ ქოჩუასთვის დღეს გახდა ცნობილი
14:46 / 25.04.2017
ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრის თენგიზ ქოჩუასთვის დღეს გახდა ცნობილი
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მის გადაყენებასთან
14:01 / 25.04.2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მის გადაყენებასთან
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 20 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე
ანასიპი გუდაუთიდანაა. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისში,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.