მშვიდობის მარში ზუგდიდში [Video]
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ადგილობრივი
ხელსუფლების წარმომადგენლები,
მოქალაქეები შეიკრიბნენ. მიზეზი ერთის მხრივ საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე, პარალელურად კი ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე
ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიასთვის პატივის მიგება იყო. მათ
მშვიდობიანი მარშით მსვლელობა მოაწყვეს საქართველოს დროშებით ხელში და
ოკუპაციის პროტესტთან ერთად მშვიდობის მესიჯი გაუგზავნეს აფხაზებს.
მანამდე მარშის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ
მიმართა სიტყვით. მისი განცხადებით, გიგა ოთხოზორია დღეიდან
ქართველების და აფხაზების საერთო ტკივილია, რომ მშვიდობას არ აქვს
ალტერნატივა და ყველამ ერთად სწორედ ეს გზა უნდა ავირჩიოთ.
„ჩვენ არასდროს შეგვშინებია და არც შეგვეშინდება ვთქვათ, არა ოკუპაციას. ეს უნდა გაიგოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, ეს უნდა გაიგოს ყველა ადამიანმა, ეს უნდა გაიგონ აფხაზებმა, ჩვენმა ძმებმა და დებმა. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ვნახეთ რა არის ომი, რა არის უბედურება, რა არის სიკვდილი, ტკივილი. ეს ჩვენ ერთად გავიარეთ, თქვენ და ჩვენ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ და აფხაზებს სიტყვებით - „ჩემო აფხაზო დებო და ძმებო, ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს განუყოფელი ნაწილი“, - მათ მშობლიურ ენაზე მიმართა.
აფხაზეთიდან დევნილმა ანა გვაგვალიამ კი შეკრებილებს უთხრა, რომ მკვლელს ეროვნება არ აქვს და ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მანვე აღნიშნა, რომ ენგურს გაღმა მცხოვრებლებთან უთანხმოება არ სურთ, და რომ ერთადერთი გზავნილი მათი მხრიდან მეგობრობის აღდგენაა.
დადიანების სასახლის ეზოში, ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი დღეს დილიდან მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ საზღვართან დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟის მიერ ნასროლ ტყვიის შედეგად მოკლული გიგა ოთხოზორია სწორედ აქაა დასვენებული.
გიგა ოთხოზორია ხურჩის ადმინისტრაციულ საზღვართან მებაჟის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გარდაცვლილის ახლობლების და ოჯახის წევრთა ინფორმაციით, გასროლა დე ფაქტო რესპუბლიკის მებაჟეს და ოთხოზორიას შორის შელაპარაკებას მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდენ. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრია, რომელიც დროებით ზუგდიდში ცხოვრობდა.
გიგა ოთხოზორიას დღეს დაკრძალავენ.
ზუგდიდი ერთადერთი ქალაქია წელს, სადაც ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებების გარეშე აღნიშნავენ.