„ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ აქცია ზუგდიდშიც გაიმართა [Video]
ზუგდიდში, მერიასთან მშვიდობიანი აქცია სახელწოდებით „მსვლელობა
ჰუმანური
ნარკოპოლიტიკისთვის“
გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოში არსებული
„ნარკოპოლიტიკა“
გააპროტესტეს.
„ზუსტად, ერთი წლის წინ, 17 ივნისს, საქართველოში მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ლევან აბზიანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას ნარკოლოგიური შემოწმებისას შარდმდენი აბები დაალევინეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. იმ შემთხვევაში, თუ არ მიატოვებს სახელმწიფო მოქალაქეებისგან შარდის ჩაბარებას, ჩვენ საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ და მოვითხოვთ დროულად მოხდეს რეაგირება,“ - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ემზარ კვარაცხელიამ.
„ნარკოპოლიტიკის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დღეს, თბილისსა და ქუთაისშიც გაიმართა.