ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით საჰაერო-ტაქსი იმუშავებს [Photo]
დღეს „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის აეროპორტის
ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე
საცდელი სამარშუტო ფრენა განახორციელა. გამგეობაში ამბობენ, რომ
სატესტო ფრენა თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით „საჰაერო
ტაქსმა“ წარმატებით განახორციელა. სერვისის დანერგვა საზაფხულო
სეზონზე იგეგმება. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ
თოლორაიამ განუცხადა, უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რომელი კომპანია
განახორციელებს ფრენას და როდიდან ამოქმედდება სერვისი, ცოტა ხანში
გახდება ცნობილი.