ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულო დეპუტატებს მოუწოდებს არ გააცდინონ და „არ გაიპარონ“ სხდომებიდან [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გააცდინონ სხდომები და სრულად დაესწრონ მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედებას გეგმავენ.

საკრებულოს იურიდიული და სამანდატო კომისის თავმჯდომარე, მაიზერ ნანავას განცხადებით, ფრაქციების წევრები მოდიან, რეგისტრაციას გაივლიან და შემდეგ „მიიპარებიან“ სხდომიდან.

„საკრებულო არ არის პრობაციის სამსახური მოხვიდე ხელი მოაწერო და გაიპარო. ოპოზიციური პარტიის ფრაქციის წევრებს და მათ მეგობრებს მინდა ვთხოვო გადასცეთ თქვენს მეგობრებს ეს თხოვნა. თქვენი ფრაქციის წევრები სხდომაზე მოდიან მეგობრებო, ხელს აწერენ და მიიპარებიან. არ ვიცი ეს რა ჟესტია, თუ ეს ის ჟესტია, რომ ის 20 ლარი არ გადაიხადონ... ან თუ პროტესტს აცხადებენ საკრებულოს სხდომების მიმართ, პროტეტს გამოხატავენ ჩვენს მიმართ, მაშინ საერთოდ არ მობრძანდნენ და ხელიც არ მოაწერონ და ჩვენ შესაბამის, ადეკვატურ ზომებს მივიღებთ, ისე როგორც მივიღეთ წინა საკრებულოს სხდომებზე“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

მისი სიტყვებით, პირველ რიგში დეპუტატებს აქვთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, ისინი ემსახურებიან თავიანთ ხალხს, თავიანთ სოფელს და ეს უნდა გაითავისონ. მისი სიტყვებით, ეს შენიშვნები განსაკუთრებით ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრებს, ორსანტიის მაჟორიტარ დეპუტატს ბესიკ გაბუნიას და ახალაბასთუმნის მაჟორიტარ დეპუტატს, გრიგოლ სხულუხიას.

„შეიძლება ჩვენ არ ვართ იმ დონემდე პროფესიონალები, როგორც თქვენ ბრძანდებით, მე ვამბობ იმ ორი ადამიანის გასაგონად, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ საკრებულოს წევრები და დღეს, რომ გაპარულები არიან. ეს ხდება უკვე მეორე წელია. კეთილი ინებოს ყველა საკრებულოს წევრმა, მოვიდეს, ხელი მოაწეროს, დაბრძანდეს და მოუსმინოს ყველა გადაწყვეტილებას. თავიანთ ამომრჩეველთან მიიტანონ ის რასაც საკრებულო აკეთებს“, - განმარტა მაიზერ ნანავამ.

კომისიის თავმჯდომარის პრეტენზიებს არ იზიარებენ მაჟორიტარი დეპუტატები. მათ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ სრულად ინფორმირებული არიან საკრებულოს დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ რასაც უზიარებენ კიდევაც ამომრჩევლებს.

„ყველა საკითხი ჯერ იხილება კომისიის სხდომებზე, რომელსაც მე სრულად ვესწრები. იქვე ვამბობ მხარს ვუჭერ თუ არა. ფაქტიურად მე ყველაფრის აზრზე ვარ იქ რა და როგორ ხდება. მე დიდი ხანია საკრებულოს წევრი ვარ ადრეც ვიყავი, ახლაც ვარ და კიდევ შეიძლება ვიყო. ეს ჩემზეა დამოკიდებული. ეს ჩემი უფლებაა დავესწრები თუ არა სხდომებს. ესენი რიგგარეშე სხდომებს ნიშნავენ, მაგრამ მე იმ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი შეხვდერა მაქვს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ხალხია. მე ვარ ხალხთან და ხალხი არის ჩემს გვედრით“, - განაცხადა ორსანტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სხდომის გაცდენის ანალოგიურ მიზეზებზე საუბრობს ახალაბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატიც. გრიგოლ სხულუხიას განცხადებით, მას როგორც მაჟორიტარს ხშირ შემთხვევაში ბევრად მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს ვიდრე საკრებულოს სხდომაა.

„მე ვარ დეპუტატი და როგორც შემიძლია იმ განრიგით ვმუშაობ. მე მაიზერის ჭკუაზე ვერ ვივლი, ვარ არჩეული, მაჟორიტარი დეპუტატი. რაც ეხება ჩემს ხალხს, ჩემს ამომრჩეველს მე ვახერხებ და ვაკეთებ ისე, როგორდც წესი და რიგია“, - ამბობს გრიგოლ სხულუხია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საკრებულოს წევრს 20 ლარი დაექვითება, სქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯებიდან საკრებულოს ან კომისიის სხდომის ერთ გაცდენაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ან თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, შესაბამისი კომისია რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. კანონის თანახმად კი ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) მომდევნო დღიდან. სხდომების 6 თვეზე მეტი ვადით გაცდენის მიზეზით საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მის ორ წევრს - „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გასულ კახა მიქაიას და „თავისუფალ დემოკრატ“ ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.