ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის დირექტორი: დაიწყო სამუშაოების პირველი ეტაპი [Photo]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის გეგმის ფარგლებში სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. როგორც თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლიავპრესს" განუცხადა, პირველი ეტაპი შენობის ტექნიკურ შესწავლას გულსხმობს.

მისი ინფორმაციით, სამუშაოებს 2 დღის განმავლობაში აწარმოებდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. მასალები შესასწავლად თბილისის ლაბორატორიაში გადატანილი. სპეციალისტები აპირებენ მუშაობის გაგრძელებას 3 თვის განმავლობაში.

„ისინი სწავლობენ როგორია შენობის ბეტონი, მისი სახურავი, რა მასალაა, რა არის გამოსაცვლელი და რა არის გასაძლიერებელი. ეს არის პირველი ეტაპი, უკვე მეორე ეტაპი იქნება შენობის პროექტირება“, - აცხადებს ზურაბ ეგუტია.

მისი ინფორმაციით, პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოყო. სამინისტრო გეგმავს შემდეგი სამუშაოებისთვის თანხების მოძიებასაც.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის შენობის საკითხზე რომ მუშაობა მიმდინარეობს, ამის შესახებ 25 ივნისს სენაკში, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომელმაც პრემიერ-მინისტრთან ერთად აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრი დაათვალიერა. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა კორეულ კომპანიასთან მოლაპარაკების მიღწევა, რადგან საჭირო თანხები ამ კომპანიამ ვერ მოიძია. მაგრამ თანხა კულტურის სამინისტრომ საკუთარ ბიუჯეტში მოიძია. მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ პროექტი შემუშავების პროცესშია და როგორც კი დასრულდება პროექტირება, ფიზიკური სამუშაოებიც დაიწყება.

ზუგდიდის თეატრის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. სპექტაკლები რამდენიმე თვეა არ იმართება. მოთხოვნით, რომ ქალაქს თეატრი სჭირდება, არაერთხელ გაიმართა აქცია. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმედი აქვთ, რომ რეკონსტრუქცია 2018 წელს დასრულდება, როცა თეატრს 150 წელი შეუსრულდება. მერიაში აცხადებენ, რომ ამ თარიღს თეატრის აღდგენილ შენობაში შეხვდებიან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.