პრეზიდენტი: ჩემი ოჯახის წევრზეც იყო სამართალდამცველების მონაწილეობით ზეწოლის მცდელობა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი
ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო.
განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე. აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ
არ გაკვირვებია საკონტისტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი
პაპუაშვილის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან
დაკავშირებით.
“ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის”.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, მისი ოჯახის წევრი ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი ამ ადამიანის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე.
„მე ამ ფაქტის თაობაზე საზოგადოება არ შევაწუხე. ჩემთვის ასეთი ტიპის ზეწოლა სასაცილოა. სააკაშვილის პერიოდი მაქვს გამოვლილი და ეს ვერანაირად ვერ შემეხებოდა. როდესაც ვნახე, რომ ღრმავდება ასეთი ტიპის ტენდენციები, ეს თემა გამოვიტანე“, - განაცხადა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
გიორგი მარგველაშვილის ბრალდებაზე სამართალდამცავი უწყებები განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.