ახალი ამბები
დრანდის ციხეში მყოფი ლუკავას ცოლი გალის შეხვედრის თბილისის დელეგაციას დაუპირისპირდა [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა.

დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლის მოლოდინის მიუხედავად, ქართველი პატიმრის გათავისუფლება არ მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ენგურის ხიდზე გადმოსული ქართული დელეგაცია ლალი ბასარიამ უმოქმედობასა და არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზურ მხარესთან გაურიგდა და სინამდვილეში ტყვეთა გაცვლის სიაში გიორგი ლუკავა არ ყოფილა. რა გარიგებაზეა საუბარი, ბასარიას არ დაუკონკრეტებია.

„აფხაზებს ზაქარეიშვილმა რომ ფურცლები გადასცა, იქ სიაში ლუკავა არ იყო. ამის უკან ისეთი რამე იმალება, რაზეც დღეს, თუ ხვალ იქნება საუბარი, ახლა რომ ვისაუბრო ამაზე, მეშინია იქ არ მომიკლან“, - უთხრა ჟურნალისტებს ლალი ბასარიამ და დასძინა, რომ მეტს ამ საკითხზე მისი პატიმარი მეუღლის უსაფრთხოების გამო ვერ ისაუბრებს.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის დავით კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს გიორგი ლუკავას გათავისუფლება. მანვე აღნიშნა, რომ დღეს პატიმრის გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ლალი ბასარია აღნიშნულზე არასწორ ინფორმაციას ფლობდა.

„გიორგი ლუკავაზე მუშაობა ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ოჯახს. დღეისთვის მეტის თქმის საშუალება არ გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ლუკავა, მიმდინარე წლის 10 მარტს, აფხაზეთს დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მიერ გადმოცემულ 8 ქართველ პატიმართან ერთად უნდა ყოფილიყო, თუმცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ლუკავას გადმოცემაზე მისთვის გაურკვეველი მიზეზებით, აფხაზურმა მხარემ უარი თქვა.

გიორგი ლუკავას გარდა, სხვა რა საკითხები იყო ხუთხმხრივ შეხვედრაზე განხილული, ამის შესახებ ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, შეხვედრის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი მოგვიანებით გაავრცელებს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.