ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდელებს ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს, საკუთარ მხარდამჭრებს გააცნო ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ასევე ისაუბრა დაპირებებზე, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. შეხვედრის დასაწყისში, რომელიც დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში გაიმართა, მან აუდიტორიას განუცხადა, რომ იქნება უფრო უკეთესი, გამოცდილი და ძლიერი დეპუტატი, რომელიც იზრუნებს საკუთარ მშობლიურ ქალაქზე და ყველაფერს გააკეთებს მისი პოტენციალის ასათვისებლად, რაც დღეს არ ხდება.

ჩიქოვანის თქმით, დღეს ზუგდიდს არ აქვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, არ ვიცით, თუ როგორ ქალაქს ვაშენებთ, მრეწველობის რომელი სფეროები უნდა განვითარდეს. მათ შორის არ ხდება „აწარმოე საქართველოს“ და „იაფი კრედიტის“ პირობებში შესაძლებლობების გამოყენებაც, პრივატიზაციის გეგმა არ არსებობს, და ისიც კი, რაც არის, ქაოტურია, რეალურ შედეგს მოკლებული. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისვე ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე ქალაქში მხოლოდ 15 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა:

„რაში ვხედავ გამოსავალს? ეს გამოსავალი არ არის ის, რაც მე გამოვიგონე. ეს არის ის, რაც 1960-იან წლების მერე ძალიან ეფექტურად მუშაობს როგორც ამერიკის შეერთებულ შტაბებში, ასევე ევროპულ სახელმწიფოებში. და ამ გამოგონებას ეძახიან ბიზნეს ლაბორატორიებს, ბიზნეს ინკუბატორებს“.

ირაკლი ჩიქოვანისვე თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იქნება წლის განმავლობაში ზუგდიდის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა, რომელიც დაეხმარება ახალბედა ბიზნესმენებს, მოქალაქეებს, კონკრეტული იდეა აქციონ საქმედ. რამაც, საბოლოოდ სამუშაო ადგილებთან ერთად, ახალგაზრდების დამაგრებას უნდა შეუწყოს ხელი და გადინების პროცესი შეამციროს. ცენტრის ფარგლებში, მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, მსურველებს დააკვალიანებენ, ასწავლიან ზუგდიდელთან ერთად ქვეყის მასშტაბით გამოცდილი სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტები, თუ როგორ დაიყონ ბიზნესი და აქციონ ის წარმატებულად მათთვის და თანაქალაქალაქელებისთვის.

ამასთან, დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სფერო, რომელმაც დასაქმება უნდა უზრუნველყოს და ქალაქის პოტენციალის წინ წამოწევა, ტურიზმია, მათ შორის რელიგიური ტურიზმი. მისი თქმით, ზუგდიდი უნდა გახდეს სამეგრელოს ტურისტული ჰაბი და შექმნან პირობები იმისთვის, რომ სწორედ აქედან იარონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა რეგიონის სხვადასხვა კუთხეში ღირსეშანიშნავი ადგილების მოსანახულებლად. ამ მიმართულებით კი, მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩიქოვანის განმარტებით, დადიანების სასახლისთვის, ბოტანიკური ბაღისა და ღვთისმშობლის კვართისთვის, მთელი არ კომპლექსისთვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაა.

„რთული პროცედურაა, მაგრამ მე ბოლომდე დავიხარჯები, რომ ეს კომპლექსი იყოს ისეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქის ყურადღებას მიიპყრობს“, - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა და დასძინა, რომ ის ტყუილს არასდროს დაჰპირდება ამომრჩეველს, მაგრამ დანაპირებს კი აუცილებლად შეასრულებს.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღეს ხალხს და მთავრობას შორის კავშირია გაწყვეტილი და ამ კავშირის აღდგენა მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.