ედიშერ თოლორაია და „ოცნების“ ლიდერები ჯიხაშკარის ამომრჩეველს შეხვდნენ [Video]
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ და გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ
სოფელ ჯიხაშკარში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა. მათთან ერთად
იმყოფებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,
საპარლამენტო უმრალესობის წევრი ზვიად ძიძიგური. კანდიდატებმა
მოსახლეობას პარტიის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ 8 ოქტომბერს გამარჯვებული პირველივე ტურში გამოვლინდება და არავითარი მეორე ტურში ზუგდიდში არ იქნება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მეორე ტურს არც სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში ელოდებიან.
„მე იმას გპირდებით, რომ არასდროს არ მოგატყუებთ. ვინც გპირდებათ, ის გატყუებთ. მე შეკვეთას მივიღებ თქვენგან. ვიქნები თითოეული ოჯახის წევრი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხიდი სად არის საჭირო, გზა სად არის საჭირო და გაზი. ჩემს გარდა ათი კანდიდატი მოვა აქ, ყველა შეგპირდებათ, მაგრამ გეუბნებით, ვინც გპირდებათ, ის გატყუებთ“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ.
თავის მხრივ, გამგებლობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ ედიშერ თოლორაიას გამგებლობის პირობებში დაწყებული პროექტები გაგრძელდება და გააკეთებენ ყველაფერს, მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
პარლამენტთან ერთად საკრებულოს და გამგებლის შუალედური არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.