პრემიერი: ანაკლიის პორტი მთლიანად შეცვლის ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი
მთლიანად შეცვლის
ქვეყნის როგორც სატრანზიტო პოტენციალს, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ
ლანდშაფტს. მისი თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და
საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო
ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო უკვე დასრულდა.
„რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მთავრობაზე გამოაქვს ეკონომიკის სამინისტროს ეს საკითხი. მთავრობის მიერ დამტკიცების შემთხვევაში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას და წელს, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება დაწყება უშუალოდ სამუშაოების, რაც იმას გულისხმობს, რომ 3 წელიწადში შესაძლებელი იქნება პირველი კომპონენტის დასრულება. პირველი კომპონენტის მიხედვით ქვეყნის გამტარუნარიანობა კონტეინერების ნაწილში თითქმის ორმაგდება. არის ბევრი ფაზა პროექტის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 3 წელიწადში პორტი დაიწყებს ფუნქციონირებას და ეს პორტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს, როგორც უშუალოდ, ასე ირიბად“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, გაკეთდება ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ბიზნეს ცენტრი, სპორტული მოედნები, მთელი ამ ინფრასტრუქტურის შექმნაა გათვალისწინებული კერძო ინვესტორის მხრიდან. პრემიერმა აღნიშნა, რომ დიდ იმედებს ამყარებენ ამ პროექტზე:
„მარტო პირველ ფაზაში 586 მილიონი დოლარის ინვესტირებაა გათვლისწინებული და შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ ეს პროექტი იწყება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.