აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დე ფაქტო მთავრობებმა უვიზო მიმოსვლა გააფორმეს
სოხუმში, აფხაზეთისა დე ფაქტო და დნესტრისპირეთის მოლდავური
რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა
მოქალქეთა უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, - ამის
შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება.
„ეს არის ჩვენი ხალხების არჩევანი, რომლებიც მზად არიან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის იბრძოლონ და თავიანთი ინტერესები ერთად განახორციელონ, ის დოკუმენტები, რომლებსაც დღეს ხელს მოვაწერთ, აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. - განაცხადა დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტალი იგნატიევმა.
თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო საგრეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აღნიშნა, რომ „აფხაზეთისთვის დნესტრიპირეთი მუდამ იყო და იქნება საიმედო პარტნიორი“.
დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, ხელი მოეწერა ასევე დოკუმენტს, რომელიც განათლების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.