ახალი ამბები
კრწანისის ბაზაზე მოკლულის მამა: დამიკავშირდნენ სამინისტროდან და ინციდენტის ადგილს დამათვალიერებინებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა აცხადებს, რომ რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ. რომან შენგელიას თქმით, სამინისტროს წარმომადგენელმა ინციდენტის ადგილის დათვალიერება შესთავაზა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა ოჯახმა გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩართოს.

"დღეს დამიკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ვიღაც ქალს ველაპარაკე. ჩამოდითო ნახეთო დაათვალიერეთო, სადაც მოხდა შემთხვევის ადგილი, ექსპერტიზას რომ ითხოვთო არ არისო პრობლემაო. მესამე დღეა, დღეს, გუშინ, გუშინწინ, ხო შეიძლებოდა ასეთი რაღაცის გაკეთება მანამდე, მეც კმაყოფილი ვიქნებოდი და თვითონაც", - ამბობს რომან შენგელია და შენიშნავს, რომ ვიდეომასალების დათვალიერებას პირველი დღიდან ითხოვდა.

"ვაპირებ ჩასვლას, ხომ უნდა დავათვალიერო", - უთხრა ჟურნალისტებს რომან შენგელიამ და დასძინა, რომ მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ გიგა შენგელია და თანმხლები პირები მეგობრების სანახავად იყვნენ მისულები.

"ჩემთვის ცნობილია, რომ გარეთ არის ნასროლი. გარეთ გასული იყო და მერე ესროლეს და იმიტომ აქვს ზურგში ტყვია. რატომ არა აქვს მკერდში ან სადმე", - ამბობს რომან შენგელია, რომელმაც არ იცის, თუ სად იმყოფება მისი მეორე შვილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ძმასთან, გიგა შენგელიასთან ერთად მივიდა კრწანისის სამხედრო ბაზაზე.

რომან შენგელიამ დღეს დილით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესაუბრა ინცინდენტის დროს მის შვილთან ერთად მყოფ მეგობრებს და მომხდარის დეტალები მათგან შეიტყო.

„მე ველაპარაკე მაგ ბავშვებს, ვინც იყო ორი ამასთან და ნასროლია ტყვია გარეთ, ბავშვი გადახტა ზაბორზე გარეთ, 20 მეტროს მანძილზეა მოკლული ბავშვი, და არა ისე, როგორც ამბობენ 100 მეტროს მანძილზე ვიპოვეთო გვამიო, სამნი იყვნენ. ისინი ყვებიან, რომ ორი იყო ერთ მხარეს გაჩერებული, ერთი, ჩემი გიგა მეორე მხარეს. და გიგასთან ქონდათ მაგათ მხედველობა გამახვილებული. გიგას უთქვამს, რომ ქართველები ვართ ბიჭო და ნუ მესვრიო, ამის მერე გადახტა გიგა ზაბორს და 20, 25, მაქსიმუმ 30 მეტრო და მერე მოხდა ორი გასროლა, საუბედუროდ მოკლა ბავშვი. ისინი მეგობართან მიდიოდნენ და ეს პირველი შემთხვევა არ იყო და არც მეორე. არ არის დაცული ბაზა, აბა როგორ უნდა გადავიდნენ ბავშვები ბაზაში, ხომ უნდა იყოს დაცული, მაგათთან კამერები არ მუშაობს, იციან ეს ბავშვებმა და ხტებიან იქით- აქეთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან რომან შენგელიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნრენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიგა შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელთაც გაქცევა მოახერხეს.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამონისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. სსკ-ის 116-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.