თხილის უხარისხო მოსავლის გამო გალელმა გლეხებმა იზარალეს [Video]
გალის რაიონში თხილის დაბალი ხარისხის გამო მოსახლეობას მოსავლის
დიდი ნაწილის რეალიზება დაბალ ფასში მოუწია, ნაწილმა კი საერთოდ ვერ
გაყიდა. როგორც „ლაივპრესს“ გალელებმა ენგურის ხიდთან განუცხადეს,
თხილის კულტურას გალშიც იგივე მავნებლები და დაავადებები გაუჩნდა, რაც
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. რესპონდენტების ცნობით, დღეის მონაცემებით
გალში, თხილის მიმღებ პუნქტებში შედარებით მაღალი ხარისხის ერთ
კილოგრამ პროდუქტს 3-4 ლარად იბარებენ.
წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც თხილის მოსავლის ნაწილი უვარგისი იყო. მიზეზად ბაღებში გავრცელებული სხვადასხვა სახეობის მავნებლები დასახელდა. როგორც ზუგდიდის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აცხადებენ, ნაყოფის გაფუჭება გამოიწვია ისეთმა მავნებლებმა, როგორიცაა თხილის შავი ხარაბუზა, თხილის მატლი - ცხვირგრძელა, თხილის ტკიპა, მწვანე ბაღლინჯო და ამბროზიას ხოჭო.