ახალი ამბები
ზუგდიდის გამგეობაში რეორგანიზაცია იწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 17, 18, 19 ნოემბერს ატესტაციაა დაგეგმილი. ინფორმაცია „ლაივპრესს“ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ დაუდასტურა.

რის საფუძველზე დაინიშნა ატესტაცია, გვითხრა: „რეორგანიზაცია იგეგმება და იმის საფუძველზე“.

ვისი ბრძანებით ხდება, აღნიშნა - „იქნა გადაწყვეტილი და ვნახოთ. არ ვიცი. დაგეგმილია და მორჩა“. ამის შემდეგ მან საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა. 

ატესტაცია გამგეობის ყველა თანამშრომელს შეეხება, გარდა თანამდებობის პირებისა. ადმინისტრაციის უფროსმა თენგიზ შანავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კანონი იძლევა ამის საშუალებას და შესაბამისად, კანონის ფარგლებში ხდება ყველაფერი:

„ბრძანებას ხელი უნდა მოაწეროს ბატონმა სართანიამ, იმიტომ, რომ ჯერჯერობით ის ასრულებს გამგებლის მოვალეობას. ეს დრო შეირჩა იმიტომ, რომ მანამდე დრო არ იყო ამის. ახლა არის დრო“.

თენგიზ შანავა ატესტაციასთან დაკავშირებით ყველანაირ პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს. ჩვენი კითხვის პასუხად, შესაძლოა თუ არა, რომ გამგეობა თანამშრომლების ნაწილმა დატოვოს, აღნიშნა: „ეს არ ვიცი. ამას წინასწარ ვერავინ ვერ გეტყვით“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის ივნისის თვეშიც გამოცხადდა და მხოლოდ გურგენ სართანიას გამგებლის პირველ მოადგილედ დანიშვნას შეეხო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.