ახალი ამბები
ახალმა გამგებელმა მოადგილე და სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან გაათავისუფლა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. გურგენ სართანიამ „ლაივპრესის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენ ჯაბა არდიამ დაგვიდასტურა. მისი თქმით, მიზეზი ამ ეტაპზე მისთვის უცნობია. თუმცა პოლიტიკურ მოტივსაც გამორიცხავს. არც ის იცის, სად განაგრძობს მუშაობას.

„წუხელ შემატყობინეს, რომ დათხოვილი ვარ. დავას არ ვაპირებ. რამე გამოიძებნება. იქნება გზა გვირაბის ბოლოს. მე პოლიტიკაში არც ვყოფილვარ, არც მაშინ და არც ახლა. მე ჩემი საქმე მქონდა, ჩემს საქმეს ვაკეთებდი“, - გვითხრა ჯაბა არდიამ, რომელიც გამგეობაში დაახლოებით 7 წლის მანძილზე მუშაობდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ კომენტარისთვის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს თენგიზ შანავასთან გადაგვამისამართა.

თენგიზ შანავას თქმით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით, ყველა თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება. რის შემდეგაც, გამგებელი თავისი შეხედულებისამებრ წერს ბრძანებებს დანიშვნასთან დაკავშირებით:

„გათავისუფლდა ყველა, მაგრამ ნაწილი დაინიშნა, ნაწილი არა. ბატონი გურგენი და ბატონი ჯაბა არ დანიშნულან. დანარჩენი სამსახურის უფროსები შენარჩუნდნენ თანამდებობებზე“, - აღნიშნა მან.

თუ რატომ არ მოხდა ამ ორი ადამიანის ხელახლა დანიშვნა, ამაზე თენგიზ შანავას პასუხის არ აქვს.

„შეეძლო ნებისმიერი დაენიშნა. არ დაინიშნა. ეს კანონმდებლობის ჩარჩოებში ჯდება. გამგებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა მამუკა წოწერია, მშენებლობის სამსახურის უფროსად ლაშა ჯაიანი, რომელიც ადრე თბილისში მუშაობდა. კიდევ არ არის ერთი ბრძანება დაწერილი. სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი შვებულებაშია და მერე განიხილება მისი საკითხი“, - გვითხრა თენგიზ შანავამ.

შესაძლოა, თუ არა, გარკვეულწილად გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს დავუკავშიროთ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში პოლიტიკური დანიშვნები, ან გათავისუფლებები არ ხდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ბოლო 24 საათში 235
19:51 / 14.08.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ბოლო 24 საათში 235
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის
16:53 / 14.08.2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებულ
14:22 / 14.08.2020
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდინფიცირებულ
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.