ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: ჩემს სიმართლეს დავადასტურებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების ყოფილმა უფროსა მაია ღურწკაიამ, დღეს შეიტყო, რომ
ატესტაცია ვერ გაიარა და სამსახურიდან დაითხოვეს.
„გამგეობაში მიმდინარე ატესტაციის პირველ დღეს უნდა დაგვეწერა ჩვენი უფლება- მოვალეობები, მეორე დღეს იყო გასაუბრება. საატესტაციო კომისიაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მონაწილეობდა, კომისიის წევრები იყვნენ „ქართული ოცნების“ წევრები: მურმან ნაჭყებია და ბესიკ ჭეჟია. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთი აპლიკანტის ძმაა. გასაუბრებაზე ამოვწურეთ კითხვა-პასუხები. გასაუბრების შემდეგ, ერთი კვირა ვითხოვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ერთი დღე მომცეს, პარასკევს საღამოს 5 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ გასაუბრების შედეგებს გავცნობოდი, მაგრამ ვერ გამოვდიოდი, მაღალი სიცხის გამო. შემდეგ დავურეკე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამუკა წოწერიას, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი პასუხი იყო არადამაკმაყოფილებელი. დღეს დამხვდა, რომელზეც წერია, რომ თქვენ არ შეესაბამებით დაკავებულ თანამდებობას“, - უთხრა „ლაივპრესს“ მაია ღურწკაიამ.
გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა.
„ამ ყველაფერს წინ უძღოდა, ის რომ არჩევნების წინაპერიოდში გვიბარებდა ედიშერ თოლორაიას [ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი] დავალებით ლაშა გოგია [გამგებელი], და გვეუბნებოდა, რომ დაგვეწერა განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. ვინც ვერ გაუძლო ზეწოლას, დაწერა განცხადება და დარჩა სამსახურში, ვინც არა და დაითხოვეს სამსახურიდან. მე და ჩემმ ორმა თანაპარტიელმა ირაკლი ღურწაკიამ და ვახტანგ კუტალიამ არ დავტოვეთ პარტია და გაგვათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან“, - განაცხადა მაია ღურწკაიამ და შენიშნა, რომ ზუგდიდის გამგეობაში რეორგანიზაცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ თოლორაიას და გუბერნატორ ლევან შონიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
„ლევან შონიას აქვს სახელობითი სია გასათავისუფლებელი თანამშრომლების. ის მართავს შეხვედრებს გამგეობის ააიპ-ების ხელმძღვანელებთან და აძლევს მათ დავალებებს, თუ ვინ უნდა დაითხოვონ სამსახურიდან“, - ამბობს მაია ღურწკაია.
გუბერნატორის პრესსამახური პაატა ლაგვილავა არ ადასტურებს ლევან შონიას გამგეობის იურიდიული პირების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას. მისივე თქმით, გუბერნატორს გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციაში ჩარევის უფლებამოსილება არ აქვს.
„გუბერნატორს არ ჰქონია შეხვედრები ააიპ-ების ხელმძღვანელებთან. გამგეობის საქმიანობაში ჩარევა მისი კომპეტენცია არ არის. მით უმეტეს, მაია ღურწკაიას სამსახურიდან გათვისუფლებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა პაატა ლაგვილავამ.
თავის მხრივ, გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლების დასამტკიცებლად სამართლებრივ გზას გამოიყენებს.
„იურისტებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ სასამართლოს მივმართავ. ვიცი, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული და მე ჩემს სიმართლეს დავადასტურებ. თუ საჭირო გახდა სტრასბურგამდე ჩავალ“, - უთხრა „ლაივპრესს“ მაია ღურწკაიამ.
ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას განცხადებით, ატესტაციის შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა.