მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ
„თანასწორობის მოძრაობა” მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით აქციას
გამართავს. ამ აქციით ორგანიზაცია უერთდება თბილისში „თეთრი ხმაურის
მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ გამოსვლას. აქციის ორგანიზატორები ქვეყანაში
არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას მოითხოვენ.
„10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა.
მსჯელობის დრო დიდი ხანია დასრულდა. საზოგადოების უმრავლესობა შევთანხმდით დეკრიმინალიზაციაზე. აღარავის აქვს უფლება წინ აღუდგეს პროცესს. არ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური ნება მხოლოდ მსუბუქ ნარკოტიკებს შეეხოს, რადგან ნარკოპოლიტიკის რეფორმა უპირველესად სწორედ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლების ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს. სხვა გადაწყვეტილება არალეგიტიმურია!
მოვითხოვთ ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების უპირობო დეკრიმინალიზაციას! მოვითხოვთ ბოდიშს 10 წლიანი წნეხის გამო! მოვითხოვთ ზრუნვას და არა დასჯას!
ჩვენ მზად ვართ გავიზიაროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თქვენ ვალდებულნი ხართ მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს!“, - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.