ახალი ამბები
ზუგდიდის გამგებელი: ჩაცმულობაზე შეზღუდვები აუცილებელი იყო
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდათ. ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესში“ 7 დეკემბერს შევიდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, მანამდე შინაგანაწესში აკრძალვები დაკონკრეტებული არ იყო.

ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელს გამგებელი ლაშა გოგია აწერს, დაუშვებელია გამგეობის თანამშრომელი „სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წვრილი ზონარის მქონე ყველა სახის ტანსაცმლით“.

გამგეობის თანამშრომლისთვის ასევე, დაუშვებელია „მკვეთრი მაკიაჟით და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით“ მისვლა.

ბრძანების თანახმად, საჯარო მოსამსახურე ვადლებულია იცავდეს საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებული იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსთვის შესაფერისი სამოსი. სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად.

ამასთან, ბრძანებაში განმარტებულია, თუ რა სახის ტანსაცმელია დაშვებული, ასევე კაბის თუ ქვედაბოლოს სიგრძეც.

„სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის, ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა“.

საჯარო სამსახურში ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებას გამგებელი „აუცილებლობით“ ხსნის. „ლაივპრესის“ კითხვაზე, ბრძანების გამოცემის წინაპირობა იყო, თუ არა თანამშრომლების საჯარო სამსახურთან შეუფერებელი ჩაცმულობა, ლაშა გოგიამ განმარტა, „ადგილი, რომ არ ჰქონოდა მსგავს ფაქტს, მაშინ ეს ბრძანებაც არ გამოვიდოდა“.

გამგებელმა აღნიშნა, რომ ჩვეულებრიოვი მოვლენაა და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საჯარო მოხელეს ჩაცმის შესაფერისი კულტურა უნდა ჰქონდეს. ლაშა გოგიას სიტყვებით, ყველა სამინისტროს თუ საჯარო უწყებას აქვს ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ზუგდიდის გამგეობას ამ ბრძანებით „ველოსიპედი არ გამოუგონია“.

ბრძანების თანახმად, იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც არ დაიცავენ ბრძანებას, გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.