ზუგდიდის საკრებულოში საშტატო ერთეული შემცირდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მთავარი სპეციალისტების
რაოდენობა ერთით შემცირდა. გადაწყვეტილება დღეს
გამართულ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას
განმარტებით, ჯამში შვიდი მთავარი სპეციალისტი ჰყავდათ.
„ვიმსჯელთ. არ არის საჭირო ამდენი მთავარი სპეციალისტი. ერთი გამგეობის მოთხოვნით გადავა ადმინისტრაციული ერთეულში სპეციალისტად. თუ რომელ სოფელში, ამას გამგებელი გადაწყვეტს“, - აღნიშნა მაიზერ ნანავამ და დასძინა, რომ ადგილობრივის დასაქმება და სოფლის გაძლიერება მნიშვნელოვანია.
შტატი საკრებულოს აპარატის საქმის წარმოებისა და იურიდიულ საკითხთა განყოფილებაში შემცირდა.