ზუგდიდის საკრებულოს ორ კომისიას ახალი წევრი ჰყავს
ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟორიტარი ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში
თაზო ფაცაცია ორი კომისიის წევრი გახდა. საკრებულოს დღევანდელი
გადაწყვეტილებით, დეპუტატი საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო
საკითხთა, ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების
შემადგენლობაში შევიდა. საკრებულოს კომისიების 2014 წლის
განკარგულებებში შესაბამისი ცვლილება დეპუტატების ხმათა უმრავლესობით
დღეს შევიდა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თაზო ფაცაცია შედარებით ახალი წევრია. მისი უფლებამოსილება დეპუტატებმა 4 ნოემბერს ცნეს. ის 2016 წლის ოქტომბერში გამართულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გახდა გამარჯვებული.
2014 წლიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით ზუგდიდის საკრებულოში, ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან თანამდებობა და საკრებულოს წევრობის მანდატი მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დატოვა, რადგან ის „ქართულმა ოცნებამ“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.