ენგურჰესის ინფრასტრუქტურის დაპროექტება დაიწყო
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის
განვითარების დაპროექტება დაიწყო. „დაწყებულია პროექტირება, უკვე
მიმდინარეობს ტექნიკური დავალებების მიცემა, აპრილში კი არქიტექტორები
ჩამოვლენ და დაიწყებენ შენობების დაპროექტებაზე მუშაობას, ყველაფერი
კეთდება იმისათვის, რომ წლის ბოლოსთვის გვქონდეს სრულფასოვანი
პროექტი“, - განუცხადა „ლაივპრესს“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ანთიძემ.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გასული წლის დეკემბერში გაიმართა
გეგმის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.
ენგურჰესის ინფრასტრუქუტრის განვითარების პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ ტურისტულ გზაზე. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე.
პროექტის ავტორები არიან ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული სპეციალისტები. მათ გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ენერგეტიკის სამინისტროსთან და შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოსთან, თანამშრომლობის შედეგად მოამზადეს.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.