მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება ქუჩებში მოუწევთ
მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს გამოცდის რეალურ მოძრაობაში
ჩაბარება
სავარაუდოდ შემოდგომიდან მოუწევთ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში მომზადებული ცვლილებების მიღება
დიდი ალბათობით საგაზაფხულო სესიაზევე მოხდება, უშუალოდ მართვის
მოწმობის გამოცდის ახალი წესი - გამოცდის უშუალოდ ქუჩებში, რეალურ
მოძრაობაში ჩატარება კი, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება.
„განიხილება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც გაზრდის მძღოლების საწყის კვალიფიკაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემაც, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, დაკარგავს ქულებსაც და 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება.
„ამ სისტემით ის მძღოლებიც, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, იგრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას. სავარაუდოდ, გამკაცრდება ადმინისტრირება ისეთ დარღვევებზეც, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვეა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). მკაცრდება კანონმდებლობა ქვეითების დასაცავად და ავტოტრანსპორტით ბავშვების გადაყვანის უსაფრთხოების მიმართულებითაც“, - უთხრა დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“.