ზუგდიდის თეატრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება აპრილში იგეგმება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის
რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობა სრულდება და როგორც თეატრის
სამხატვრო ხელმძღვანელი ვარაუდობს სარემონტო სამუშაოები აპრილიდან
დაიწყება. ბადრი წერედიანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შემუშავებული
პროექტი საბოლოოდ კვლავ ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო
ბიუროსთან ერთად შეჯერდება. მანამდე სწორედ ამ ბიურომ დადო დასკვნა, რომ
თეატრის შენობის რეკონსტრუქცია შესაძლებელია.
„პროექტი ითვალისწინებს სრულ რეაბილიტაციას თავისი ტექნიკური აღჭურვილობით, ანუ ითვალისწინებს არამარტო შენობის გამაგრებას, არამედ ითვალისწინებს მის მთლიან განახლებას, რეკონსტრუქციას თავისი მცირე და დიდი დარბაზით და სარეპეტიციოებით. საუბარია სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე“, - განაცხადა ბადრი წერედიანმა.
გასული წლის დეკემბერში ტენდერის საშუალებით გამოვლინდა თეატრის არქიტექტურული და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტის ავტორი შპს „ად-სტუდიო“. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ქალაქის მერიამ 58 ათასი ლარით დააფინანსა.
რაც შეეხება შენობის რეკონსტრუქციის თანხას, მთლიანად ჯგუფი „ქართუ“ გაიღებს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, GDS-ის საარჩევნო პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ზუგდიდის თეატრი მძიმე მდგომარეობაშია. იმის გამო, რომ შენობაში ყოფნა სახიფათოა, აქ სპექტაკლები უკვე ერთი წელია არ იმართება. 2018 წელს თეატრს 150 წელი უსრულდება. https://petitsecret.ch