სკოლების მიკროავტობუსის მძღოლები სამი თვის ხელფასს ითხოვენ - აქცია ინგირში [ვიდეო]
ამ წუთებში სოფელ ინგირში საპროტესტო აქციას მართავენ ზუგდიდის
თემის სკოლებში დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლები. მათი თქმით,
სამი თვეა, რაც ხელფასი არ მიუღიათ. მძღოლები ამბობენ, რომ თუ
ორშაბათს არ დაერიცხებათ ანაზღაურება, უარს იტყვიან ბავშვების
მომსახურებაზე.
აქციის მონაწილეების განმარტებით, შეიცვალა კომპანია, რომელიც მათ ხელფასებს უხდიდა. ახლა ტენდერის შედეგად ამ მომსახურებას ახალი შპს „დაკა ჯორჯია“ უზრუნველყოფს. მძღოლების თქმით, პრობლემები ანაზღაურების მხრივ, სწორედ ახალი შპს-ს გამოვლენის შემდეგ შეექმნათ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას განცხადებით, განათლების სამინისტროს დეკემბრის თვის დავალიანება არ გააჩნია. მისი ინფორმაციით, მათ სრულად აქვთ დაფინასებული კომპანიის ხარჯები.
„კომპანია, რომელიც ემსახურებოდა წინა სემესტრში უთანხმოება აქვთ ან არ ვიცი, რაღაც. რაც შეეხება იანვრის თვეს, იანვარიდან მოსწავლეებს ემსახურება ახალი კომპანია, ეს არის „დაკა ჯორჯია.“ იყო გარკვეული ხარვეზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი შეჯერება და როგორც კი გამოსწორდება დაფინანსებას მიიღებენ", - აღნიშნა მან.