ახალი ამბები
გათავისუფლებულ მოხელეთა საქმეზე გამგებლის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელიც დაიკითხება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართა, სადაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ვინც დათხოვნილთა ინტერესებს იცავს, წარმოადგინა შუამდგომლობები, ცალკეული მტკიცებულებების საქმის მასალებში დართვასთან დაკავშირებით. საიას იურისტ მირზა მამულაძის თქმით, დავის ერთ-ერთი კომპონენტია ის გარემოება, რომ მათ ორგანიზაციას უსაფუძვლოდ უთხრა უარი საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და არ დართო ნება, დაკვირვება განეხორციელებინა ატესტაციის პროცესზე. მისი თქმით, მტკიცებულებების სახით წარმოადგინეს გამგეობის 2017 წლის 16 თებერვლის წერილობითი კორესპონდენცია, რომლითაც კონკურსით გამოცხადებული თანამდებობების დასაკავებლად გამართულ კონკურზე საიას მიეცა დასწრების საშუალება. მირზა მამულაძის განმარტებით, ეს ადასტურებს იმას, რომ კომისიამ თვისობრივად თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირები ჩააყენა არათანაბარ მდგომარეობაში. ანუ ატესტაციის მონაწილეებს დაუწესა უფრო მაღალი ცენზი, დატოვა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა, განსხვავებით კონკურსში მონაწილე ადამიანებისგან, რაც დისკრიმინაციაა. იურისტის თქმით, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული მტკიცებულებები საქმისთვის დაერთო.

„ასევე ჩვენ ვიშუამდგომლეთ, სასამართლოს გამოეთხოვა 2016 წლის 19 ნოემბრის აუდიოჩანაწერი იმის შესახებ, რეალურად ბატონი ლავრენტი ალანია იმყოფებოდა თუ არა გამგეობის შენობაში, იქ, სადაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომებზე და იღებდა თუ არა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ლავრენტი ალანია მარწმუნებლების შეფასებით ორი სათიდან არ იმყოფებოდა შენობაში. ანუ იმ პერიოდიდან, როცა დაიწყო სოფლის წარმომადგენლებისთვის გასაუბრება. ვიდეოჩანაწერით აღრიცხვა უნდა მომხდარიყო იმის, ორი საათის შემდეგ შემოვიდა თუ არა ის", - უთხრა მირზა მამულაძემ "ლაივპრესს" და დასძინა, რომ ამ ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა მათი არგუმენტაცია და საჭიროდ მიიჩნია საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ფირების გამოთხოვის აუცილებლობა.

საუბარია "პროფკავშირების" წარმომადგენელ ლავრენტი ალანიაზე, რომელიც გათავისუფლებულ გამგეობის თანამშრომელთა მტკიცებით, მათი გასაუბრების პროცესს არ დასწრებია, თუმცა ოქმზე მისი ხელმოწერა მაინც დაფქისირდა.

საიას იურისტის თქმით, მათი კიდევ ერთი შუამდგომლობის მიხედვით, აღნიშნულ საქმეზე გამგებლის ყოფილ პირველ მოადგილეს და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ გურგენ სართანიას დაკითხავენ. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ის სასამართლოს მიაწვდის ღირებულ და მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რა იყო რეალური მიზეზი ატესტაციის ჩატარების, რომ სინამდვილეში უნდა ჩამოეცილებინათ გამგეობისთვის მიუღებელი თანამდებობის პირვბი მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის. კერძოდ, კომისიას მიეღო გადაწყვეტილება და ატესტაციის შედეგები დამდგარიყო პოლიტიკური მოტივების მიხედვით, მომჩივანთა კვალიფიკაციის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში.

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელსაც საქმის მასალებს დაურთავენ არის დისკი, სადაც გურგენ სართანია მედია-კავშირ ობიექტივის ეთერში საუბრობს იმ ზეწოლებზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ხორციელდებოდა.

მირზა მამულაძის თქმით, ორგანიზაციის შუამდგომლობებს არ დაეთანხმნენ გამგეობის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენლები, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ამ შუამდგომლობებს საქმესთან არსებითი შემხებლობა არ აქვს.

სამაგიეროდ მათ გაიზიარეს მოსამართლის წინადადება, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკონკურსო-საატესტაციო წევრების მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე.

"მოწინააღმდეგე მხარესაც ქონდა წარმოდგენილი ერთი შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები ესწრებოდნენ გასაუბრებას და ხელი ქონდათ მოწერილი სხდომის ოქმზე. ამით ცდილობდნენ იმის დადასტურებას, რომ თითქოს ლავრენტი ალანია თავიდან ბოლომდე იმყოფებოდა სხდომაზე. ჩვენ არ დავეთანხმეთ ამ გარემოებას, იმიტომ, რომ თავისთავად ხელის მოწერის ფაქტი არ გულისხმობს სხდომებზე დასწრებას. შესაბამისად ვფიქრობთ ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. თუმცა სასამართლომ დააკმაყოფილა", - აღნიშნა საიას იურისტმა.

მისივე ცნობით, დღეს მოსამზადებელი სხდომა იყო, რომელიც არსებით განხილვაში უნდა გადაზრდილიყო, მაგრამ სასამართლომ მხარეების მოსაზრებების შემდგომ მიზანშეწონილად ჩათვალა მისი 17 მარტს გამართვა. 

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას განცხადებით, ატესტაციის შედეგად სამსახურიდან 28 თანამშრომელი გათავისუფლდა.

ზუგდიდის სასამართლო გამგეობიდან გათავისუფლებული კიდევ ორი თანამშრომლის საქმეს განიხილავს. ამ ადამიანების ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.