ზუგდიდის საკრებულოსთვის მიმართავა მოქალაქეებს ელექტრონულადაც შეეძლებათ [ვიდეო]
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაიწყო მუშაობა
ელექტრონული პეტიციის დარეგვის წესზე. შესაბამისი გადაწყვეტილება
დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დღეს მიიღეს. როგორც საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განაცხადა,
პეტიცია მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ელექტრონულად მიმართონ
საკრებულოს მათთვის საჭირო თემებზე.
„ჩვენ ადრე არ გვქონდა მსგავსი პრაქტიკა. ჩვენ ამ მხრივ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან - NDI-სთან და „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“. ძალიან მალე იქნება შესაძლებელი, თითეულმა მოქალაქემ უკვე ელექტრონულად მოგვმართონ, რომელთაც აინტერესებთ სხვადასხვა საკითხების განხილვა“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
საკრებულოში აცხადებენ, რომ სიახლის დანერგვის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა. ელექტრონული პეტიციის შემოღების ინიციატორი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.