ახალი ამბები
გაერო: თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება
FaceBook Twitter
E-mail Print
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2 050 წლისთვის 2,985,000 გახდება. ამის შესახებ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მონაცემები მნიშვნელოვნად გაუარესდება. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინების და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევების მიხედვით, ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც. შესაბამისად, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების თვალსაზრისით.

საქართველოში არსებული დემოგრაფიული გამოწვევების ფონზე ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფო სტრატეგიის არსებობას, რომელიც უზრუნველყოფს შობადობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების მაქსიმალურად შემცირებას.

„ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ორგანიზაციამ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების შეიმუშავა. კერძოდ:

საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ახალი მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება, სადაც გათვალისწინებული იქნება ოჯახის/ბავშვის დახმარებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გარდაიქმნას კომპლექსურ დახმარების პროგრამად, რომელშიც ასახული იქნება არა მხოლოდ ფინანსური დახმარების საკითხები, არამედ ოჯახის მხარდაჭერის სხვა ზომებიც (საგადასახადო და კომუნალური შეღავათები, ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი, ბავშვის მზრუნველობასთან დაკავშირებით ხარჯების თანადაფინანსება და სხვა).

ოჯახის/ბავშვის ფინანსურ დახმარების სახელმწიფო პროგრამა გათვლილი იქნეს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ოჯახებზე და გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ხელს შეუწყობს პროგრამის შეზღუდული ბიუჯეტის ეფექტურ ხარჯვას, ფინანსური დახმარების ოდენობის გაზრდას და ბავშვის საჭიროებებთან მიახლოებას. ამავე დროს, პროგრამის ბიუჯეტის ზრდა შესაძლებელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის ახალი მექანიზმების დანერგვის და სოციალური პასუხისმგებლობის ფონდის შექმნის გზით, რათა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა და ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობაა, თავისი წვლილი (სურვილის შემთხვევაში) შეიტანონ მეწარმეებმაც.

ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის გავრცელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, აღნიშნულ რეგიონში წინა მე-2 და მე-3 წლის განმავლობაში დაფიქსირდა თუ არა წლიური მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი.

ოჯახის/ბავშვის ფინანსური დახმარების მიღების უფლება წარმოიშვას პირველი ბავშვის შეძენის მომენტიდან და დახმარების ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას დაბადებული ბავშვის რიგითობა ისე, რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეს ოჯახს. ამასთან, ფინანსური დახმარების პერიოდი გაიზარდოს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს ბავშვის სრულწლოვანების ასაკს.

სახელმწიფო პროგრამამ უზრუნველყოს განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვისთვის ან ერთი მშობლის მიერ ბავშვის დამოუკიდებლად აღზრდის შემთხვევაში ფინანსური დახმარების დამატებითი გარანტიების შექმნა.

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტიდან ოჯახის/ბავშვის მხარდაჭერის პოლიტიკა განახორციელონ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამასთან კოორდინირებულად. კერძოდ:

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განხორციელდეს დამატებით იმგვარი სახის დახმარება, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით.

ადგილობრივ თვითმმართველობებში ფინანსური სახსრების მობილიზება მოხდეს იმგვარად, რომ თითოეულ რეგიონში მსგავსი სოციალური ფენის ოჯახებისთვის არსებობდეს სახელმწიფო დახმარების ერთიანი სტანდარტი.

ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყონ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სოციალური შეღავათების დაწესება კომუნალურ გადასახადებზე, სახელმწიფო ტრანსპორტით სარგებლობაზე და სხვა სახელმწიფო სერვისებზე, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასა და მზრუნველობასთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება.

ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უკეთესი პირობების და ჯანმრთელობის დაზღვევის მეტი გარანტიების შექმნა.

შრომის კოდექსში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის შვებულებაში გასვლის წინა თვის ანაზღაურების ოდენობის 100%-ით და გაუქმდება შრომის კოდექსით დადგენილი ანაზღაურების ოდენობის ზედა ზღვარი (1,000 ლარი).
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა
13:39 / 29.11.2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა
ბოლო 2 დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში
13:26 / 29.11.2020
ბოლო 2 დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში
13:04 / 29.11.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა.
11:53 / 29.11.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 3 მამაკაცი გარდაიცვალა.
ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ბიზნესი
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ბიზნესი, მათ შორის რესტორნებიც დააზარალა.
ბებია-ბაბუა, რომლებმაც კოვიდი დაამარცხეს [ვიდეო]
კორონავირუსი დაამარცხა 86 წლის ლევან ქავთარაძემ
ფისო და ბავშვები - ონლაინ გაკვეთილი დაწყებით კლასში [ვიდეო]
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო
აქტიურები ყველა არჩევნებზე [ვიდეო]
75 წლის ზურაბ ნორაკიძე და 83 წლის ზაირა ნაჭყებია აქტიური
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.