ზუგდიდის გამგებელი: ქრთამის აღების ბრალდებით ზედაეწერის რწმუნებული დააკავეს
სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა სოფელ ზედაეწერში ზუგდიდის
გამგებლის
წარმომადგენელი, სევერიანე ბერულავა დააკავა. როგორც "ლაივპრესს"
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ განუცხადა,
ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით,
დაახლოებით ორი საათის წინ დააკავეს.
"როგორც ვიცი არაოფიციალური ინფორმაციით ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. ჯერ არ არ არის ცნობილი რა თანხაზეა საუბარი. კონკრეტულად მეტი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ლაშა გოგიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.