ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან დაკავებულთა ოჯახი აფხაზეთში გადასვლას გეგმავს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული არჩიკო როგავას ცოლი, შვილი და შვილიშვილი, თუმცა ისე მობრუნდნენ, არავის გასაუბრებიან. არჩიკო როგავას ცოლმა ნანული ჭოჭუამ ენგურის ხიდზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ინფორმაცია დაკავებულთა შესახებ, ცოცხლები არიან თუ არა ისინი, რა პირობებში, ან სად იმყოფებიან. ის აფხაზეთში გადასვლასაც გეგმავს ქმრის და შვილის სანახავად, თუკი ამის უფლებას მისცემენ.

„სადაც არიან, იქ მინდა მივიდე. თუ მომცემენ ნებას, კარგი, მადლობელები ვიქნებით, მაგრამ თუ არა, სადმე გადავიპარებით“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, დაკავებულთა ოჯახის წევრ თინათინ როგავამს თქმით, გუშინ დაურეკა უცნობმა პირმა ფარული ნომრით და განუმარტა, რომ ადვოკატის დავალებით ესაუბრებოდა. ვინაობა არ დაუსახელებია. უთხრეს, მოგვიანებით შეეხმიანებოდნენ, თუმცა მერე არავინ დაკავშირებიათ.

თინათინ როგავა ამბობს, რომ დაკავებულ ქმარს მხოლოდ 6 აპრილს ელაპარაკა, რომელმაც პირადობების გაგზავნა სთხოვა. გუშინ ის წითელი ჯვრის წარმომადგენელსაც ესაუბრა.

„წითელმა ჯვარმა დამირეკა გუშინ დილით. ამას ვერ გამოვტოვებ, იმიტომ, რომ ქართული პოლიციისგან ძალიან ცუდი რაღაც გავიგე, რომ მომატყუეს. წითელმა ჯვარმა დამირეკა და გვითხრა, რომ პირადობები ჩაბარებული ქონდა ბატონ კობას, გვარი არ მახსოვს. პოლიციის თანამშრომელია. უნდა გაეგზავნა. მაგრამ სიცრუე ყოფილა. არ გაუგზავნია. როცა წითელი ჯვრიდან დამირეკეს, ასე მითხრეს, პირადობები არ არისო გაგზავნილი, ეს მჭირდება და მე თვითონ გადავიტანო. გუშინ მითხრა, ორიგინალების გაგზავნის უფლება არ გვაქვსო კობამ ჩვენ. ეს მარტო ჩემზე არ არისო დამოიკიდებული. მაშინ ვუთხარი, რატომ მომატყუეთ მეთქი და ხმა არ ამოუღია“, - უთხრა თინათინ როგავამ ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე.

მანვე აღნიშნა, რომ მასთან ოჯახში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები იყვნენ და უთხრეს, რომ არაფრით შეეძლოთ დახმარება. კონკრეტულად ვინ იყვნენ, არ იცის.

დაკავებულთა ოჯახი ითხოვს სწორ ინფორმაციას მამა-შვილის ადგილსამყოფელის შესახებ. მანამდე კი ენგურის ხიდზე რჩებიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები მამა-შვილი არჩიკო და პაატა როგავები მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ. ოჯახის წევრების ცნობით, შემთხვევა 5 აპრილს მოხდა, საღამოს როცა მამა-შვილი ცხენს ეძებდა. ისინი ირწმუნებიან, რომ დაკავებულებს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავთ. ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ფლობდა ინფორმაციას არჩიკო და პაატა როგავების ადგილსამყოფელის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათ გასულ კვირაში საპროტესტო აქციაც გამართეს ენგურის ხიდზე სადაც ცენტრალური ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოითოვეს. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.