ახალი ამბები
გამგებლის მოადგილეს სასამართლოზე კითხვები ნეპოტიზმთან დაკავშირებითაც დაუსვევს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა საქმესთან დაკავშირებით დღეს მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამი წევრი მოწმის სახით დაკითხა. თითოეული მათგანი ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა როგორც მოსამართლე ლაურა მიქავას, ასევე მხარეების შეკითხვებს.

კომისიის წევრების, გამგეობის მრჩეველთა საბჭოდან ბესიკ ჭეჟიას და საზოგადოება „ზუგდიდელიდან“ მურმან ნაჭყები შემდეგ დღეს, საჯარო მოხელეთა ატესტაციის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვებს პასუხი გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ გასცა.

უკვე დაკითხული მოწმეების დიდი ნაწილისგან განსხვავებით მამუკა წოწერიამ დაასახელა თარიღი თუ როდის ჩატარდა ატესტაცია. განმარტა, რომ პროცესს სრულად დაესწრო და მოისმინა თითოეული მონაწილის მოსაზრება. მამუკა წოწერიას მტკიცებით, გასაუბრებას ასევე სრულად დაესწრო კომისიის წევრი პროფკავშირებიდან, ლავრენტი ალანია, რომლის მიმართაც მოსარჩელეების ნაწილს აქვს პრეტენზია, რომ ის მათ გასაუბრებას არ დასწრებია, შეფასება კი ოქმშია ასახული.

როგორც გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, პირადად მას გამგებლის ყოფილ წარმომადგენლებთან გასაუბრებაზე შეკითხვა არ ქონია, თუმცა გაიხსენა, რომ სხვა წევრების მხრიდან დასმული იყო კითხვები სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების და იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც გამგეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში ახორციელებს.

მისი თქმით, საბოლო ჯამში გასაუბრებისა და დამატებით წერილობით დავალების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჩათვალა, რომ მოსარჩელეების პასუხები არ იყო დამაკმაყოფილებელი, რადგან სრულყოფილად არ გადმოსცემდნენ ინფორმაციას.

როგორც გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, სხდომაზე წარმოდგენილი მოსარჩელეებიდან გასაუბრებაზე შეკითხვა მხოლოდ შემოსავლების განყოფილების ყოფილ უფროსს კახა კვარაცხელიას შემოსავლებთან დაკავშირებით დაუსვა, რაზეც სრულყოფილი პასუხი ვერ მიიღო.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის უფლებების დამცველის, საია-ს იურისტის ჯემალ ჭკადუას შეკითხვას, თუ რატომ ეთქვა მათ ორგანიზაციას ატესტაციაზე დამკვირვებლად მონაწილეობაზე უარი, მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი იყვნენ დამოუკიდებელი წევრები პროფკავშირებიდან და საზოგადოება „ზუგდიდელიდან“ რაც საკმარისად ჩაითვალა.

„კიდევ ერთი არასამთავრობოს მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა სხვებსაც უსასრულოდ მოემართათ“, - განაცხადა სხდომაზე მამუკა წოწერიამ და დასძინა რომ შეფასებისას კომისია იყო მიუკერძოებელი, რომელმაც დასკვნა დადო მხოლოდ ატესტაციის მონაწილეების შედეგებზე დაყრდნობით.

ჯემალ ჭკადუას კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში რატომ იყო კომისიის უმრავლეობა „ქართული ოცნების“ წევრი, გამგებლის მოადგილემ უპასუხა, რომ არც იცის ვინ, რომელი პარტიის წევრია. „მე მაგალითად არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

მის მიმართ ერთ-ერთ მოსარჩელეს სოფელ ოქტომბერის ყოფილ რწმუნებულს ალიოშა ალანიას ავქს დამატებით პრეტენზიები ნეპოტიზმთან დაკავშირებით. ყოფილი საჯარო მოხელის მტკიცებით, მისი ყოფილი თანამდებობა გამგებლის მოადგილის ხელშეწყობით დაიკავა მამუკა წოწერიას ბიძამ, გიგლა წოწერიამ.

საპასუხოდ მოწმემ განმარტა, რომ გიგლა წოწერია ნამდვილად მისი ბიძაა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ დაიკავა მანამდე სანამ თავად გამგებლის პოზიციაზე დაინიშნებოდა.

რაც შეეხება ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის დაყოფის შემდეგ გამოყოფილ დავითიანის რწმუნებულს ეკატერინე აბაკელიას, რომელიც ალიოშა ალანიას მტკიცებით ასევე მამუკა წოწერიას ნათესავია, მოწმემ აღნიშნა:

„პირაპირ გეტყვით ეკატერინე აბაკელია არის მამიდაჩემის ქმრის მამიდაშვილის შვილი. მან წარმატებით გაიარა ატესტაცია, არის განათლებული ახალგაზრდა, ფლობს ინგლისურ ენას. სხვათაშორის ის არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და თანამდებობაზე მოხვდა დამსახურებულად“, -განაცხადა გამგებლის მოადგილემ.

დღეს სასამართლომ საერთო ჯამში სამი მოწმე დაკითხა. მანამდე გამართულ სხდომებზე კი სასამრთლომ კომისიის წევრებს მაიზერ ნანავას, ლაშა გოგიას, და ლავრენტი ალანიას მოუსმინა. დასაკითხთა სიაშია კომისიის კიდევ ერთი წევრი ბაკურ კვეტენაძე და გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია. ისინი სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე დაიკითხებიან, რომელიც 26 აპრილს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. შედეგად 28 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 11-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.