ახალი ამბები
„ევროპულმა საქართველომ“ თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებზე ზუგდიდში შეხვედრა გამართა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს" წევრებმა ადგილობრივ თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები მოისმინეს. შეხვედრა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა.

პარტიის წევრების თქმით, რომელთა შემადგენლობაში როგორც საპარლამენტო უმცირესობის ისე ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ხელისუფლების მიერ დაანონსებული ცვლილება თვითმმართველობების შესახებ უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში ეს ხელს შეუშლის თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პროცესს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლელა ქებურიამ აღნიშნა, არასამთავრობო სექტორის პარალელურად დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან, რადგან გაეცნონ მათ პოზიციას და არგუმენტებს. ამასთან მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით პარტიას ჯერ არ ჩამოუყალიბებია პუნქტობრივად მოსაზრება, რადგან შესწავლის და მსჯელობის ეტაპზე არიან.

დეპუტატ ლაშა დამენიას სიტყვებით კი, ქალაქის და მუნიციპალიტეტის კვლავ გაერთიანებით მოხდება ბიუჯეტის აღრევა, ეს კი ყოველთვის იქნება პრობლემური, რადგან თუნდაც ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარები, რომლებიც გაცილებით მეტი არიან ვიდრე ქალაქის საკრებულოში, მეტ ყურადღებას და დროს მოახმარენ სოფლების პრობლემების განხილვას.

"როდესაც ბიუჯეტი არსებობს ცალ-ცალკე ხდება მისი გათვალისწინება ცალ-ცალკე კონკრეტული პრობლემებისთვის კონკრეტულ უბნენბზე", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას, "საუნჯეს" წარმომადგენელმა იაგო ფასანძემ შეხვედრაზე აღნიშნა, გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებულია მოსალოდნელ ცვლილებებზე, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამით სარგებლობს და აკეთებს რეალობას აცდენილ განცხადებებს. საუნჯეს წარმომადგენელმა პარლამენტის დეპუტატებს უთხრა, რომ უნდა გამოიყენონ ტრიბუნა, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია.

ამავე ორგნიზაციის წევრმა ეგნატე შამუგიამ კი აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის როგორც მან თქვა, მხოლოდ მწირი ცნობა აქვს იმაზე, რომ იგეგმება დამატებით ჩანაწერის გაკეთება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, თუმცა რა კონკრეტულად არ იცის. მან დეპუტატბს ჰკითხა თუ რა სახის ინფორმაციას ფლობენ ისინი თავად. საპასუხოდ ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ სიახლეების დოკუმენტი წერილობითი ფორმით არ არსებობდა და სავარაუდოდ სწორედ დღეს უნდა მოხდეს მისი წარდგენა კომისიაში. პარლამენტის წევრების თქმით, შესაბამის კომისიაში მათი წარმომადგენელი დასვამს საკითხს, რომ ცვლილებების პაკეტი უფრო ხელმისაწვდომი გახადონ მოსახლეობისთვის.

რაც შეეხება თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებს, ეგნატე შამუგიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მათ აქვთ მხოლოდ ზოგადი ხედვა, რადგან მმართველ გუნდს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი.

მმართველ გუნდში დაიწყო მსჯელობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ისევ შემცირებაზე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 29 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფას და თოთხმეტი ტერიტორიული ერთეულის შექმნის შედეგად არსებობდა მოლოდინი, ამ ცვლილებას ცალკეული პოზიტიური შედეგები უნდა მოეტანა, რაც ვერ მოხერხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით შეეხება ცვლილება ქალაქ ზუგდიდს, რომელმაც ათი წლის წინ ჩამორთმეული სტატუსი მხოლოდ სამი წლის წინ დაიბრუნა. მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, ის ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის
უფროსის
15:59 / 25.04.2017
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ ზუგდიდში
გარევაჭრობის
14:47 / 25.04.2017
ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ ზუგდიდში გარევაჭრობის
ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრის თენგიზ ქოჩუასთვის დღეს გახდა ცნობილი
14:46 / 25.04.2017
ფრაქცია „ზუგდიდის“ წევრის თენგიზ ქოჩუასთვის დღეს გახდა ცნობილი
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მის გადაყენებასთან
14:01 / 25.04.2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მის გადაყენებასთან
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 20 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე
ანასიპი გუდაუთიდანაა. ის სულ რამდენიმე დღეა, რაც თბილისში,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.