ახალი ამბები
ჯანელიძე: ჩვენი გადასაწყვეტია რა პირობებით დავუშვებთ აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო ტრანზიტს
ნებისმიერი ტრანზიტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუ რა პირობებით დაუშვებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლების“ დილის ეთერში ინტერვიუს დროს.

ის გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებებს, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის გავლით სომხეთში სატრანზიტო გადაზიდვების აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.

ჯანელიძემ აღნიშნა, რომ 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმება ორ წევრ ქვეყანას შორის ვაჭრობის მონიტორინგს შეეხება. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის კონტროლს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ დამოუკიდებელი - მესამე მხარის მიერ განხორციელდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის დაკვირვება, რაც შესაბამისად გულისხმობს მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. მინისტრის განმარტებით, ეს არის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რაც მხარეების მიერ სხვა ვალდებულებებს არ გულისხმობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი
20:36 / 23.09.2017
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის
სახელობის 
20:20 / 23.09.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის 
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა მერობის
კანდიდატების
16:01 / 23.09.2017
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა მერობის კანდიდატების
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.