ახალი ამბები
ვიზეარის პრეზიდენტის რჩევები მომხმარებელს - კონფერენცია თბილისში
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის პრეზიდენტი ჯოზეფ ბარადი მომხმარებლებს ავიაბილეთების იაფად შესაძენად რჩევებს აძლევს. დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ბარადიმ განაცხადა, რომ ბილეთების იაფად შეძენის პრინციპი ადრე დაგეგმვას გულისხმობს.

ვიზეარის პრეზიდენტის განმარტებით, საშობაოდ, საახალწლოდ, აღდგომის პერიოდისთვის ძალიან დიდი მოთხოვნაა, ბილეთების შოვნა უფრო რთულია და ფასებიც შესაბამისად იზრდება. მისივე თქმით, არის თვეები, მაგალითად როგორიცაა თებერვალი და ნოემბერი, როდესაც უფრო იაფად შეიძლება ბილეთების შეძენა.

ჯოზეფ ბარადიმ აღნიშნა, რომ ავიაბილეთის მინიმალური ფასი 45 ლარი, საშუალო კი - 150 ლარია, თუმცა თუ მომხმარებელი გაფრენამდე ორი საათით ადრე გადაწყვეტს ბილეთის შეძენას, არ არის გამორიცხული ღირებულებამ 400-500 ლარიც შეადგინოს.

ჯოზეფ ვარადის თქმით კი, მას შემდეგ, რაც 6 თვის წინ ვიზეარმა ქუთაისში ბაზა გახსნა, ავიაკომპანია 100 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ვიზეარის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

თავის მხრივ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2017 წლის იანვარი-მარტის პერიოდი ქართული ავიაციისთვის ძალიან წარმატებული იყო. მიაჩნია, რომ წლევანდელი ზრდა ბევრად შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე შარშანდელი.

„წელს გვექნება ერთი ახალი მიმართულება ვიზეარის მიერ ლონდონის მიმართულებით, რომელიც 17 ივნისს დაიწყება. პრაქტიკულად, 200 პროცენტს გადააჭარბა ამ ავიაკომპანიის მგზავრნაკადის ზრდამ“, - აღნიშნა მან.

ქეთევან ალექსიძის თქმით, არსებული ტენდენციები და სავიზო ლიბერალიზაცია გახდა მათთვის ერთ-ერთი საინტერესო საშუალება, რითაც ავიაკომპანიებს ესაუბრებიან. მისი ცნობით, რამდენიმე დღეში დაიწყება ბელფასტში ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ფორუმი, სადაც ჩანიშნულია ბევრი შეხვედრა.

„აღსანიშნავია, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ავიაკომპანიების მიერ ძალიან გაიზარდა ინტერესი. ვესაუბრებით რა თქმა უნდა რამდენიმე ავიაკომპანიას. ძირითადად საუბარია 2018 წელზე და რა თქმა უდნა არსებულ ავიაკომპანიებსაც ვესაუბრებით სიხშირეების დამატებაზე“, - აღნიშნა ალექსიძემ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
14:27 / 20.09.2017
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები
მძიმეა, მაგრამ
14:11 / 20.09.2017
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა, მაგრამ
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
12:09 / 20.09.2017
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
11:46 / 20.09.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.