ახალი ამბები
დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქცია გადაიდო
დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, მასში მონაწილეობას საჯარო მოხელეებთან ერთად სტუდენტები, მაღალი კლასის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ. ჯამში აქციაში 6 ათასამდე მოქალაქე ჩაერთვება.

რეგიონის ათივე მუნიციპალიტეტში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდება.

დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 22 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.

დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. მასში 175 ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
14:27 / 20.09.2017
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები
მძიმეა, მაგრამ
14:11 / 20.09.2017
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა, მაგრამ
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
12:09 / 20.09.2017
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
11:46 / 20.09.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.