ახალი ამბები
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიურო გახსნა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში საკუთარი ბიურო გახსნა. მას „ქართული ოცნების“ წევრი ჯონი ჯიქია ხელმძღვანელობს. ბიუროში სულ ოთხი ადამიანი მუშაობს.

„მოქალაქეებს შეეძლებათ მიმართონ ბიუროს წინადადებებით, საჭიროებებით, რომელიც მათ გააჩნიათ. პერიოდულად დაიგეგმება შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან. ეს დღეები კი წინასწარ იქნება ცნობილი. ჩვენ ვიქნებით მჭიდრო კომუნიკაციაში მოსახლეობასთან“, - განაცხადა მერაბ ქავარაიამ.

ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიუროს გახსნაზე თანაქალაქელების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ბიუროს ხელმძღვანელის ჯონი ჯიქიას თქმით, ბიუროში ყველა პირობაა, რათა მოქალაქეებს კომფორტულად მოემსახურონ.

ჯონი ჯიქია არის „ქართული ოცნების“ წევრი. 2007 წელს ის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი იყო "კონსერვატიული" პარტიიდან. აქვს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი. ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი 2007 წელს ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 ოქტომბერს, ზუგდიდის ცენტრში დააკავეს. იმავე დღეს ჯიქიას საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. იმავე წლის, 28 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯიქიას ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება მოუხსნა და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრა. ჯონი ჯიქია ამბობს, რომ იმ დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და არ დაკითხა უამრავი მოწმე, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებდა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 32 ათას 797 ლარი
დაიხარჯა.
19:05 / 18.01.2018
ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 32 ათას 797 ლარი დაიხარჯა.






ზუგდიდში, მე -19 საუკუნეში საგანმანათლებლო კერების, მათ შორის ქალთა
სკოლის,
17:55 / 18.01.2018
ზუგდიდში, მე -19 საუკუნეში საგანმანათლებლო კერების, მათ შორის ქალთა სკოლის,






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად
გასაუბრების
17:13 / 18.01.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გასაუბრების






წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული
16:38 / 18.01.2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.