ახალი ამბები
ზუგდიდის მაჟორიტარი: ვიყავი მაღალი დონის თვითმმართველობის მხარდამჭერი და ბუნებრივია ვრჩები [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ყველას ახსოვს ჩემი აქტიურობა და ჩართულობა თვითმმართველობის რეფორმის პროცესში და მგონი ჩემს პოზიციას გამეორება არ სჭირდება. მე ვიყავი ქვეყანაში მაღალი დონის თვითმმართველობის მხარდამჭერი და ბუნებრივია ვრჩები, - განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ, რომელმაც დღეს მისი ბიუროს გახსნაზე მიწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.

მაჟორიტარის სიტყვებით, იცის, რომ საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივა მოსალოდნელ ცვლილებებზე, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ოფიციალური დოკუმენტი ნანახი არ მაქვს, განმარტებებს ვერ გააკეთებს.

„შესაბამისად გამიჭირდება რაიმე ტიპის განმარტებების გაკეთება იმ ცვლილებებზე, რომელსაც გეგმავს სამინისტრო. მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობის ფორმატში, სამინისტროსთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარეობს ძალიან აქტიური თანამშრომლობა. არის მრავალი ცვლილების სხვადასხვა წინადადება, რომელიც განიხილება“, - განაცხადა მერაბ ქავარაიამ.

მისივე სიტყვებით, არ არსებობს სპონტანური გადაწყვეტილების მიღების ალბათობა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ექსპერტებთან, ანალიტიკურ ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

თვითმმართველობებში მოსალოდნელ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მაჟორიტარს საზოგადოება „ზუგდიდელის“ წარმომადგენელმა ვაჟა ფიფიამ და ქალაქის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ სთხოვეს.

ვაჟა ფიფიამ კითხვის დასმისას „ზუგდიდელის“ ოფიციალური პოზიცია გააჟღერა და აღნიშნა, რომ 2014 წლის რეფორმის შედეგი თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებით არ უნდა შეიცვალოს.

დეპუტატმა ანა წითლიძემ მერაბ ქვარაიას ასევვე დაუსვა კითხვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ მას აინტერესებდა მაჟორიტარის მოსაზრება პრეზიდენტი უნდა იყოს არჩევითი თუ არა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ საკონსტიტუციო კომისიას ჯერ არ დაუსრულებია მუშაობა და ამ კუთხით და ჯობია მოვლენებს არ გაუსწრონ.

დღევანდელ შეხვედრაზე მაჟორიტარმა ასევე უპასუხა კითხვებს სოციალურად დაუცველთა და დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში საკუთარი ბიურო დღეს გახსნა. მაჟრიტარის ბიურო მომავალი კვირიდან, სამუშაო დღეებში მოქალაქეებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება. ბიუროს „ქართული ოცნების“ წევრი ჯონი ჯიქია ხელმძღვანელობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
19:39 / 23.07.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
19:24 / 23.07.2017
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
სამსახურმა ექვსი
12:02 / 22.07.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა ექვსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
10:36 / 22.07.2017
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.