გალის შეხვედრის მონაწილეებს საოკუპაციო ხაზთან დაკავებულთა ოჯახის წევრები შეხვდნენ
გალის შერეულ შეხვედრაზე მიმავალ სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლებს 6 აპრილს საოკუპაციო ხაზთან დაკავებული
მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები შეხვდნენ. როგორც მათ
განაცხადეს, დაკავების დღიდან არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ მათი
ადგილსამყოფელის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ერთადერთი
იმედი კი ამ მხრივ გალის დღევანდელი შეხვედრაა.
„თუ დღესაც ვერაფერს ვერ გავიგებთ, მაშინ მივმართავთ უკიდურეს ზომებს და აქციებს გავმართავთ“, - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის შვილმა, თინათინ როგავამ.
ენგურის ხიდთან, ოკუპირებულ რეგიონში გადასვლამდე კომენტარი გააკეთა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, დღეს განხილვის მთავარი თემა იქნება უკანონოდ დაკავებული არჩიკო და პაატა როგავების საკითხი. მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მათ დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და ეს ინფორმაციაც გადამოწმდება. სუსი-ს წარმომადგენლისვე განცხადებით, განხილვის მთავარ თემად რჩება საოკუპაციო ხაზთან 2016 წლის 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემის საკითხი:
„ჩვენ დღეს გვექნება დისკუსია საოკუპაციო ზოლზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უსაფრთხოდ დამუშავების საკითხთან დაკავშირებით. ამ მხრივ გვაინტერესებს გარკვეული დეტალები და ეს დეტალები იქნება დღეს განხილული. გიორგი ლუკავაზეც გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ გიორგი ლუკავა უკანონო პატიმრობიდან იქნას გათავისუფლებლი და ოჯახის წევრებს მიეცეთ მისი მონახულების უფლება“, - აღნიშნა კახაბერ ქემოკლიძემ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები მამა-შვილი მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა 5 აპრილს დააკავეს. მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ. ოჯახის წევრების ცნობით, შემთხვევა 6 აპრილს მოხდა, საღამოს როცა მამა-შვილი ცხენს ეძებდა. ისინი ირწმუნებიან, რომ დაკავებულებს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავთ. ოჯახმა ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა იმის გამო, რომ არ აქვთ ინფორმაცია მამა-შვილის მდგომარეობის შესახებ.