ახალი ამბები
ინოვატორები საქართველოდან და ამერიკის გამოცდილება - შეხვედრა ტექნოპარკში [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა შეხვედრა წარმატებულ ქართველ ინოვატორებსა და მეწარმეებზე ამერიკაში, ინოვაციების მნიშვნელობასა და მისი დანერგვა-განვითარების ტენდენციებზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. პრეზენტაციის დაწყებამდე ახალგაზრდებს მიმართა საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ოფიცერმა დანიელ კაპონემ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - არ შეეშინდეთ წარუმატებლობის, რადგან წარუმატებლობის გარეშე წარმატებაც არ არსებობს. ამერიკელმა დიპლომატმა განმარტა, რომ სწორედ ინოვაციები და ინოვაციური ბიზნესი არის წამყვანი დღევანდელ მსოფლიოში, და რომ მისი ქვეყანაც ერთგვარად მიბმულია ამ ყველაფერთან.

თავის მხრივ, ჟურნალისტებთან საუბარში საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების საინფორმაციო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ნანა შუღლაძემ აღნიშნა, რომ საქართველოშიც იკიდებს ფეხს ტექნიკური სიახლეები, შეერთებული შტატები კი განსაკუთრებით უწყობს ხელს მის განვითარებას სხვადასხვა პროგრამის, პრეზენტაციების თუ შეხვედრების გზით.

ინოვაციების მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროსთვის საკუთარ პრეზენტაციაში ისაუბრა სტუდენტმა გიორგი გასაშვილმაც. მისი თქმით, აუცილებელ პირობას, რომ ქვეყანამ მსოფლიო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება შეძლოს, სწორედ ინოვაციური მიდგომები წარმოადგენს.

„მნიშვნელოვანია ახალგაზრდები და არამხოლოდ ახალგაზრდები მოვიდნენ ტექნოპარკში, გააკეთონ რამე ახალი. ინტერნეტი ყველას აძლევს შესაძლებლობას, რაღაც თემა შეისწავლოს. აქ კი დაეხმარებიან მაქსიმალურად, შექმნან საკუთარი იდეა, შექმნან პროტოტიპები საწყის დონეზე და შემდგომ უკვე გაიტანონ ბაზარზე”, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, მერიის ტურიზმის და ძეგლთა განყოფილების უფროსის, ბესიკ არახამიას თქმით, ბევრმა ღირსეულმა ქართველმა ასახელა საკუთარი ქვეყანა საზღვრებს გარეთ, უჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ ისინი იმ სახელმწიფოდან არიან, სადაც ფიქრობენ ინოვაციაზე, მომავალზე, კულტურასა და მის თვითმყოფადობაზე.

ბეკის არახამიამ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1921 წლიდან იწყება ქართველთა ემიგრაცია შეერთებულ შტატებში, იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, მოგვიანებით კი სწორედ ამ ადამიანებმა ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში.

„აქ ილაპარაკეს ალექსანდრე ქართველზე, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ამერიკული ავიაციის შექმნაში. ლაპარაკი იყო მაჩაბელზე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა პარფიუმერიის და სუნამოების შექმნაში. მთელ რიგ მეწარმეებზე, რომლებმაც ყველასგან დამოუკიდებლად შექმნეს ეს ყველაფერი“.

შეხვედრის განმავლობაში ამერიკიდან სკაიპის საშუალებით ჩაერთო აუდიტორიას ზუგდიდელი ქეთევან ჯოლია. მან საქართველო წლების წინ დატოვა, დღეს კი შეერთებულ შტატებში დიზაინერად მუშაობს და კაბების კოლექციას, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვისაც ქმნის. მან ისაუბრა საკუთარ გამოცდილებასა და იმ სირთულეებზე, რაც წარმატების მისაღწევად დასჭირდა.

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში 24-დან 28 აპრილის ჩათვლით საზეიმო ღონისძიებები იმართება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.