გუბერნია: წალენჯიხაში სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსების გადახურვა დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული
მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
დასრულდა დაზიანებული სახურავების დემონტაჟი, ამჯერად კი გადახურვის
პროცესი დაიწყო.
23 აპრილს ძლიერმა ქარმა წალენიხის მუნიციპალიტეტში 12-მრავალბინიანი კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
სტიქიამ მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელქტროგადამცემი ხაზები დააზიანა. შედეგად მუნიციპალიტეტის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდა.