ახალი ამბები
ჯიხაშკარის უბნის დარბევაში ბრალდებულის ადვოკატი: მოწმემ პროკურატურაში მისვლის შემდეგ ჩვენება შეცვალა
FaceBook Twitter
E-mail Print
ჯიხაშკარის #108-ე საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულ კაკო ტიბუას ადვოკატის, როლანდ შონიას განცხადებით, მოწმემ პროკურატურაში მისვლის შემდეგ ჩვენება შეცვალა. საქმე ეხება დარბეული საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ნიკა ჩალიგავას, რომელიც დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა.

როლანდ შონიამ სხდომაზე მას ჰკითხა, იყო თუ არა პროკურატურაში მისული, რაც მოწმემ დაადასტურა. ადვოკატის მტკიცებით, ნიკა ჩალიგავამ ჩვენება შეცვალა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ნაწილში. მან მოსამართლე შოთა ბიჭიას მიმართა რომ მიიღოს გარკვეული ზომები, თუნდაც შენიშვნა მისცეს პროკურორ ილია ტორუას.

„წინააღმდეგ შემთხვევაში არის შესაძლებლობა, რომ პროკურორმა შემდგომში დაცვის მხარის მოწმეებზეც იქონიოს გავლენა“, - აღნიშნა როლანდ შონიამ.
მოსამართლემ მას განუმარტა, რომ შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოებს:

„ჩემთვის გაუგებარია რას ითხოვთ და მე როგორ შეიძლება ჩავერიო ამ შემთხვევაში. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაგესვათ მოწმისთვის“, - განაცხადა შოთა ბიჭიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ ილია ტორუამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მოწმე ნიკა ჩალიგავა იმყოფებოდა პროკურატურაში ისევე როგორც სხვა მოწმეები რათა დაეკვალიანებინათ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.

„ჩვეულებრივად ვუხსნით მათ ფიცის დადების პროცედურას და ა.შ.“, - აღნიშნა ილია ტორუამ და დასძინა, რომ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია. პროკურორის სიტყვებით, ნიკა ჩალიგავამ იგივე ინფორმაცია მიაწოდა დღეს სასამართლოს, რაც პოლიციაში დაკითხვისას.

ჯიხაშკარის მკვიდრმა ნიკა ჩალიგავამ სხდომაზე განმარტა, რომ არ იცის ვინ იყვნენ უბანში დაახლოებით 11:00 საათისთვის შეჭრილი პირები და ვერც ის დაადასტურა იყო თუ არა მათ შორის ბრალდებული კაკო ტიმბუა. მოწმემ აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, მხოლოდ ხმის დათვლის პროცესის დროს გაიგეს ფანჯრის ჩამსხვრევის ხმა საიდანაც ათამდე პირი შემოიჭრა. როგორც ნიკა ჩალიგავა განმარტავს, ახსოვს მხოლოდ ის რომ უბანი დაარბიეს და ბიულეტენები დაბლა დაყარეს.

სააჩევნო უბანზე შემოჭრილების შესახებ ინფორმაცია ვერც უბნის დამკვირვებელმა მიაწოდა სასამართლოს. ჯიხაშკარში მცხოვრები ჯონი ჯიქის განცხადებით, მან დარბევის პროცესში უბანი დატოვა, გარეთ გამოსულმა კი ჭიშკართან პოლიცია შეამჩნია.
თქვენ ჭიშკართან პოლიცია ნახეთ და არ უთხარით, რომ უბანს არბევდნენ“, - ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

როლანდ შონიას მორიგ კითხვაზე, შევიდა თუ არა პოლიცია უბანზე, ჯონი ჯიქიამ აღნიშნა: „მე ისე წამოვედი, პოლიცია შიგნით არ მინახავს“.

სასამართლოს ხდომაზე ბრალდების კიდევ ერთმა მოწმემ, უბნის დამკვირვებელმა, ბორის სიჭინავამ განაცხადა, რომ დარბევისას უბანზე არ იმყოფებოდა. მისი სიტყვებით, ის არის კაკო ტიბუას მეგობარი და შეუძლია თქვას მხოლოდ ის, რომ ბრალდებული პატიოსანი ადამიანია.

საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 25 მაისს, 15:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურორის თქმით, მომდევნო სხდომაზე ის 7-8 მოწმეს წარადგენს.

კაკო ტიბუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით აქვს წარდგენილი. ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ტიბუას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა 13 ოქტომბერს დააკისრა და გაათავისუფლა. 2016 წლის 8 ოქტომბერს, სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრნენ უცნობი პირები, გატეხეს ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი, რის გამოც ამ უბანზე არჩევნები ჩაიშალა. საქმესთან დაკავშირებით სულ სამი პირია ბრალდებული. მათ შორის ზუგდიდის სასამართლომ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბნის დარბევაში კიდევ ერთ ბრალდებულ გიორგი მხეიძეს 11 ოქტომბერს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. თუმცა 10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. კიდევ ერთი ბრალდებული მანუჩარ გაბეჩავა კი ამდრომდე პატიმრობაში რჩება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.