ახალი ამბები
სუპერმარკეტის მენეჯერი აცხადებს, რომ მის ბიზნესზე ზეწოლას ახდენენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, სუპერმარკეტ „სპარის“ მენეჯერი გიორგი ნარმანია აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა მარკეტი უკანონოდ დააჯარიმა, რაც მისი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლაა.

„სუპერმარკეტში დღეში რამდენჯერმე მოდის სხვადასხვა დისტრიბუტორი მუყაოს ყუთებით, რომელშიც პროდუქტებია მოთავსებული. საღამოს კი ყუთები ნაგვის მანქანას გააქვს. ყოველ 15 წუთში ახალ-ახალი ყუთი გროვდება, ამიტომ მისი გატანა დღეში რამდენჯერმე შეუძლებელია. როცა მოვიდნენ გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენელები და ყუთებზე მითხრეს დარღვევააო, ვუთხარი, რომ საღამოს 7 საათზე დასუფთავების მანქანას ველოდები-მეთქი. მათ მითხრეს, რომ დარღვევის ფაქტი დავინახეთ და რეაგირება მოვახდინეთო. მე ვუთხარი, თუ ნახეთ დარღვევა, გამაფრთხილეთ სიტყვით, ან წერილობით, რაც შეეხება ნაგავს, გავატანინებ და ხვალ რომ მობრძანდებით აღარ დაგხვდებათ-მეთქი, სამწუხაროდ, ისინი მოსულები იყვნენ იმ განზრახვით, რომ დავეჯარიმებინეთ. არანაირ დათმობაზე რომ არ წამოვიდნენ, მათი ყოფნის პერიოდში გამოვიძახე ნაგვის მანქანა და ნაგავი გაიტანეს“, - გვითხრა გიორგი ნარმანიამ.

თავის მხრივ, გარემოს დაცვის სამსაურის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის იურისტი დალი სულაშვილი აცხადებს, რომ სამსახურს არ გააჩნია ვალდებულება, რომ კანონის დამრღვევი პირი გააფრთხილოს, ის ვალდებულია დარღვევის არსებობის შემთხვევაში დააფიქსიროს ფაქტი.

„ჩვენ არ გვაკისრია ვალდებულება შევიდეთ ობიექტზე და გავაფრთხილოთ. მეორეც, ჩვენ ვნახეთ, რომ ყუთები ეყარა, ის რომ ყუთებს საღამოს გაიტანდნენ, ჩვენ არ ვიცით სიმართლეა თუ არა, რადგან ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს. გასაგებია, რომ ჩვენი სამსახურის თვალწინ გაიტანეს ნაგავი, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებმა ოქმი შეადგინეს. თუ ოქმი დასუფთავების მერე დაიწერა ეს ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ეს ჩვენს მიერ ოქმის შედგენის შემდეგ მოხდა“, - განაცხადა იურისტმა.

სუპერმარკეტის მენეჯერი კი ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და გარემოს დაცვის სამსახურთან სასამართლოში იდავებს.

„ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ბიზნესზე ზეწოლა, როცა ისინი სასამართლოში სამართალდარღვევის ინიცირებას წარადგენენ, სასამართლოს განსახილველია რამდენად კანონიერად მოხდა ჩვენი დაჯარიმება. ჩვენ არ დაგვირღვევია ის მუხლი, რა მუხლითაც სამინისტროს თანამშრომლები გვედავებიან. ჩვენ არ დაგვიბინძურებია გარემო. ეს იყო ქაღალდის ყუთები, თუ სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ, რა თქმა უნდა სასამართლოს დავემორჩილებით“, - განუცხადა გიორგი ნარმანიამ „ლაივპრესს“.

ის ამბობს, რომ აქვს ვიდეოთვალით გადაღებული კადრები, რომელსაც სასამართლოზე წარადგენს, როგორც მტკიცებულებას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.