ახალი ამბები
ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერეს
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული გალის რაიონში იმყოფებოდა მოლაპარაკებების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ის აქ აფხაზურ დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვე ხელმძღვანელობდა. მათ დაათვალიერეს მარტის თვეში დახურული ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

დაურ კოვეს განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ მსგავსი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მოლაპარაკებების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ, რა მდგომარეობაა გალის რაიონში, ამ პუნქტების დახურვის შემდეგ.

„წინა რაუნდზე, სადაც იდგა საკითხი საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის საკითხზე, ქართულმა მხარემ ისაუბრა მოსალოდნელ ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ კატასტროფაზე გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის. ჩვენ არც თუ ცოტა ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა - მსგავსი კატასტროფა არ არის. მე მაშინ შევთავაზე თანათავმჯდომარეებს, მოსულიყვნენ და ადგილზე ენახათ სიტუაცია, რას წარმოადგენდნენ ეს საკონტროლო-გამშვები პუნქტები“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

დაურ კოვეს თქმით, დღეს მათ ნახეს, რომ ჟენევის თანაავმჯდომარეების პოზიცია გარკვეულწილად შეიცვალა, რადგან მათ საკუთარი თვალით ნახეს, რა ხდებოდა ამ პუნქტებზე, რომლებიც არ პასუხობდენ არანაირ სტანდარტებს, მათ შორის უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით. მისივე განმარტებით, სტუმრები თავად დარწმუნდნენ ასევე იმაში, რომ „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტ „ენგურზე“ არავითარი წინააღმდეგობები არ არის და მოსახლეობაც მშვიდად გადაადგილდება:

„პირველივე წუთებიდან, როცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაიკეტებოდა ეს დროებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტები, დაიწყო „საქართველოს მხრიდან გარკვეული ისტერია“. ისინი საუბრობდნენ გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების შეზღუდვაზე და აქტიურად ლობირებდნენ ამ საკითხს ჟენევის დისკუსიებზე. მაგრამ 39-ე რაუნდის შემდეგ ეს საკითხი პრინციპში არსად არ წამოუწევიათ, არც პრესაში, არც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებები ყოფილა ამაზე“.

თავის მხრივ, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა განაცხადა, რომ მათი აქ ჩამოსვლის მიზანს შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა.
მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ სოხუმელმა კოლეგებმა შესთავაზეს აქ ჩამოსვლა და პუნქტების მონახულება.

„საიდუმლო არ არის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს შორის არის განსხვავებული შეხედულებები, საკმარისია თუ არა ერთი პუნქტის არსებობა გადაადგილებისთვის, თუ საჭიროა კიდევ რამდენიმე პუნქტი. იმის შემდეგ, რაც ჩვენ აქ ვნახეთ, ეს დისკუსია რა თქმა უნდა გრძელდება“, - აღნიშნა მან.

ჰერბერტ ზალბერს ესაუბრა ასევე გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია. მისი თქმით, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის პრობლემები არ შეუქმნია - ყველა სოფელს საკუთარი ავტობუსი ემსახურება და გარდა ამისა, გვიანობამდე მოძრაობს საქალაქო ავტობუსიც.

შეხვედრის შემდეგ, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და მონაწილეები კულტურის სახლში მიიწვიეს კონცერტზე. ღონისძიების დაწყებამდე კი სტუმრებმა „აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი“ მოისმინეს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „თანამდებობა“ მიულოცა. ამ ფაქტის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრში ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაიბარეს.

ჰერმანი ამბობს, რომ ევროკავშირი კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ზალბერტი კი თავად განმარტავს მომხდარს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს მეგრული ენის დღე აღნიშნეს.
18:52 / 29.05.2017
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს მეგრული ენის დღე აღნიშნეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა
18:35 / 29.05.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
ზუგდიდში მცხოვრებმა რევაზ ჯინჯოლავამ, რომელიც აცხადებს, რომ
პოლიციამ ხელი გაარტყა,
16:17 / 29.05.2017
ზუგდიდში მცხოვრებმა რევაზ ჯინჯოლავამ, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციამ ხელი გაარტყა,
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.