ახალი ამბები
მესტიის სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა. შედეგად, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება.

დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული მნიშვნელობის შენარჩუნება და დაცვა.

შუა საუკუნეების სოფელ ჩაჟაშის სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები ფონდი ,,ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის
აღების 
12:56 / 20.11.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების 
ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში
12:16 / 20.11.2017
ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი განყოფილების ნაცვლად
12:02 / 20.11.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამი განყოფილების ნაცვლად
ზუგდიდის სპორტკომპლექსში ცოტნე დადიანის სახელობის რესპუბლიკური
11:19 / 20.11.2017
ზუგდიდის სპორტკომპლექსში ცოტნე დადიანის სახელობის რესპუბლიკური
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.