ახალი ამბები
არასამთავრობოები ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე პლაკატებით მივიდნენ [ფოტო]
ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც ქალაქის და თემის გაერთიანების საკითხს განიხილავენ. სხდომაზე მოსულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პლაკატებით, რომლებზეც ვკითხულობთ - „ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დეპუტატმა კახა ჩანგელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრის დავალებას ასრულებს.

თავის მხრივ, "ევროპული საქართველოს" წევრმა თინათინ თოდუამ მოუწოდა დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ინიციატივას.

სხდომას 32 დეპუტატი ესწრება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოებს ქალაქ ზუგდიდის და თემის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წერილი გამოუგზავნა. ქალაქის საკრებულოში კი ამ საკითხის განხილვა მომავალ კვირაშია დაგეგმილი, თუმცა თემას დაპირისპირება და მწვავე დისკუსია უკვე მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე.

ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე. მრჩეველთა საბჭოს პარალელურად მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის შესახებ მიმართვა 18 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
19:39 / 23.07.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
19:24 / 23.07.2017
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
სამსახურმა ექვსი
12:02 / 22.07.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა ექვსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
10:36 / 22.07.2017
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.